მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველო დარჩება საიმედო პარტნიორად და გააგრძელებს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას" - ბოჭორიშვილი
"საქართველო დარჩება საიმედო პარტნიორად და გააგრძელებს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას" - ბოჭორიშვილი

"საქართველო დარჩება საიმედო პარტნიორად და გააგრძელებს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას" - ბოჭორიშვილი

BM.GE8 ივნისი, 2026, 21:10|bm.ge

მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო კვლავ დარჩება საიმედო პარტნიორად და გააგრძელებს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თქმით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

მისი შეფასებით, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლებია ქმნიან წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს."მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემს ძვირფას კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა, თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც აერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე რეგიონისთვის", - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას : „საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს... წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა და მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები შევაფასოთ“.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. მისი თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.

"ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობას და ნდობას. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონული განვითარების ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების წინა პირობას. ჩვენი საერთო მიზანია, ჩვენი რეგიონის ჩამოყალიბება თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების დაკავშირებადობის და კეთილდღეობის სივრცედ, სადაც სახელმწიფოები შეძლებენ არსებული პოტენციალების სრულად გამოყენებას, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონული განვითარების, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების აუცილებელ პირობას.

„ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონული განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების წინა პირობას“, - აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონულ დაკავშირებადობაზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე : „ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფანზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ყალიბდება“, - განაცხადა მან.

ბოჭორიშვილის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს და ენერგეტიკულ პროექტებს.

„მივესალმეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულად ამოქმედებას... განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტების წარმატება, აგრეთვე სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, განხილული იყო მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის კაბელის პროექტი.

„ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება შავი ზღვის კაბელის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, მხარეები მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის :„არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და კიდევ უფრო მეტ კონკრეტულ შედეგში აისახოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. საქართველო კვლავ დარჩება საიმედო პარტნიორად... შევთანხმდით, რომ შემდეგი მინისტერიალი გაიმართება საქართველოში“, - განაცხადა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბადიაური-ბაკურციხის 32 კმ-იანი მაგისტრალის და გურჯაანი-თელავის 37 კმ-იანი გზის მშენებლობა $315 მილიონი დაჯდება

ბადიაური-ბაკურციხის 32 კმ-იანი მაგისტრალის და გურჯაანი-თელავის 37 კმ-იანი გზის მშენებლობა $315 მილიონი დაჯდება

BM.GE

აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შიშით კუბამ სამოქალაქო პირების შეიარაღება დაიწყო

აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შიშით კუბამ სამოქალაქო პირების შეიარაღება დაიწყო

BM.GE

Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

Siri AI - Apple-მა განახლებული ხმოვანი ასისტენტი წარადგინა

BM.GE

"სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის" - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE