მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო გაფართოების სამიტზე მიწვეული არ არის - ევროკომისიის პრესსპიკერი
საქართველო გაფართოების სამიტზე მიწვეული არ არის - ევროკომისიის პრესსპიკერი

საქართველო გაფართოების სამიტზე მიწვეული არ არის - ევროკომისიის პრესსპიკერი

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 22:18|bm.ge

საქართველო მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მერსიემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავ შეზღუდულ რეჟიმში დარჩება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არსებული კურსის ცვლილების მტკიცე მზაობას არ გამოავლენს, როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნის მიზნით ყოველთვის ვინარჩუნებდით ღიაობასა და კონსტრუქციულ მიდგომას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ, თუმცა როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს არსებული კურსი როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მომავალ ორშაბათს გაიმართება, როგორც ეს წარსულშიც ხდებოდა, საქართველოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება და ამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის ინტერესებიც მხედველობაში მიიღება. რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე", - განაცხადა გიომ მერსიემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

BM.GE

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

BM.GE

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

BM.GE