მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. აშშ და EU სომხეთით უფრო მეტად ინტერესდებიან - ფადი ასლი
საქართველო კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. აშშ და EU სომხეთით უფრო მეტად ინტერესდებიან - ფადი ასლი

საქართველო კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. აშშ და EU სომხეთით უფრო მეტად ინტერესდებიან - ფადი ასლი

BM.GE31 მაისი, 2026, 13:29|bm.ge

ICC საქართველოს თავმჯდომარე, ფადი ასლი ამბობს, რომ საქართველოში შედარებით დიდი პრობლემები უცხოელ ინვესტორებს აქვთ, ვიდრე მცირე ბიზნესებს.

ფადი ასლიმ ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შეფასებისას, BM.GE-სთან ინტერვიუში კორუფციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

ის საქართველოს კონკურენტული უპირატესობის დაკარგვაზე მიუთითებს, სომხეთის მიმართ მზარდი ინტერესის პარალელურად და აღნიშნავს, რომ თუ არ იქნება მკაფიო პოლიტიკა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად, ვითარება ვერ გამოსწორდება.

"ბიზნეს გარემო ორ ნაწილად იყოფა. გაქვთ ჩვეულებრივი, მცირე ბიზნესები. ვფიქრობ, მცირე ბიზნესს არ აქვს დიდი პრობლემები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ტურისტულ სექტორს, რომელზეც გავლენას ახდენს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომი ან გლობალური პრობლემები. შემდეგ არის პრობლემა, როდესაც საქმე ეხება მთავრობასთან ურთიერთობას, როდესაც ხარ უცხოელი ინვესტორი. გეუბნებიან, რომ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და აკეთოთ ბიზნესი აქ უპრობლემოდ, მაგრამ როცა იწყებ ბიზნესს, იწყება პრობლემებიც. და ბოლოს, ორწლიანი ბრძოლის, ადვოკატების დაქირავებისა და ფულის გადახდის შემდეგ, ვინმე მთავრობიდან გეუბნებათ: „რატომ წვალობთ ასე ძალიან, რატომ არ აიყვანთ ადგილობრივ პარტნიორს, რომელსაც ჩვენ გირჩევთ და მერე პრობლემები აღარ გექნებათ“. ასე რომ, უმაღლეს დონეზე, როგორც ჩანს, არის კორუფციის ძალიან სერიოზული პრობლემა. დიდი პროექტები უგულებელყოფილია, რადგან ისინი ეჯახება მთავრობაში ზოგიერთი ადამიანის ინტერესს.

ქვედა დონეზე არ ვფიქრობ, რომ ბევრი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ცხოვრება ძვირდება. სიღარიბე საკმაოდ გავრცელებულია საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ გყავთ მოსახლეობის 0,5%-დან 0,7%-მდე, ვინც მდიდარია; საშუალო კლასი, რომელიც სავარაუდოდ 5%-დან 7%-მდეა; და გყავთ ადამიანების 90%, რომლებიც იბრძვიან თვის ბოლომდე მისაღწევად, ფულს სესხულობენ მეგობრებისგან, ოჯახისგან, ლომბარდებიდან და მუდმივად ვალებში არიან.

ასე რომ, თუ არ იქნება მკაფიო პოლიტიკა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად, რომ მიაღწიოს ყოველწლიურად 5-6 მილიარდს და არ მოიხსნება ყველა ხელოვნური ბარიერი უცხოური ინვესტიციებისთვის, სიტუაცია დარჩება უცვლელი წლების განმავლობაში. საქართველო კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. დღეს სომხეთი ხდება "სუპერვარსკვლავი". შეერთებული შტატები და ევროკავშირიც უფრო მეტად ინტერესდება სომხეთით, ვიდრე საქართველოთი. ერთადერთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენით არიან დაინტერესებულნი, ისეთი ქვეყნებია, რომლებიც ჩვენ გვგვანან",- აღნიშნა ფადი ასლიმ.

გასულ წელს საქართველოში FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წლიური ზრდის მიუხედავად, ინვესტიციები უფრო ნაკლებია ვიდრე 2022 წელს ($2.22 მლრდ) და 2023 წელს ($1.93 მლრდ) იყო. ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს $1.4 მილიარდი იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

BM.GE

Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს

Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს

BM.GE

PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა

PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა

BM.GE

მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება

მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება

BM.GE