
„საქართველო ქვეყანაა, სადაც ინვესტირება თამამად შეიძლება... „არქი“ კარგი პარტნიორია“ - BI Group-ის დამფუძნებელი
ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია BI Group-ის დამფუძნებელი აიდინ რაჰიმბაევი აცხადებს, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს დიდი ხანია აკვირდებოდნენ და აქ შემოსვლისთვის სანდო პარტნიორს ეძებდნენ. მისი თქმით, ახალ ბაზარზე „არქი ჯგუფი“ მათთვის კარგი პარტნიორი იქნება.
საქმე ის არის, რომ ცენტრალური აზიის უდიდესი დეველოპერი BI Group-ი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სწორედ „არქისთან“ სტრატეგიული პარტნიორობით შემოდის და საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივ განხორციელებას აანონსებს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ. 30 წლის წინ ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირებს.
კომპანიის დამფუძნებელი აიდინ რაჰიმბაევი განმარტავს, რატომ შეაჩერეს არჩევანი საქართველოზე და აცხადებს, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც ინვესტიციების დაბანდება თამამადაა შესაძლებელი.
„ჩვენ დიდი სიხარულით ვიწყებთ პროექტს საქართველოში. რატომ ავირჩიეთ საქართველო? ეს არის ძალიან პროგრესული ქვეყანა, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან სწრაფად და ჰარმონიულად ვითარდება. ადრე უბრალოდ მეგობრებთან შესახვედრად ჩამოვდიოდით და რა თქმა უნდა, მოგვინდა, რომ რაღაც ჩვენც გაგვეკეთებინა. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც შეიძლება თამამად დააბანდო ინვესტიცია. ჩვენ დიდი ხანია უკვე ვაკვირდებოდით ქვეყანას და დიდხანს ვეძებდით პარტნიორს, რადგან ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი პარტნიორის პოვნა. ასეთი "არქია" - Archi Group, რომელმაც თბილისში ძალიან ბევრი გააკეთა. ილია [წულაია] ჰარვარდში გავიცანი, დღეს პარტნიორები ვართ და მიხარია რომ მეგობრობა საქმიან პარტნიორობაში გადაიზარდა“, - განაცხადა BI Group-ის დამფუძნებელმა.
თავის მხრივ „არქის“ თანადამფუძნებელი ილია წულაია მოხარულია საქართველოში ასეთი მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიის შემოსვლით და აცხადებს, რომ „BI ჯგუფთან“ ერთად ქართული უძრავი ქონების ბაზარს კიდევ უფრო გააძლიერებენ და დახვეწენ.
BI Group-ის შესახებ
BI Group-ის აქციონერები და კომპანიები რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი პროექტების მშენებლობაში ახორციელებენ ინვესტიციებს. ჰოლდინგი წარმოდგენილია AIX-ისა და KASE-ის საფონდო ბირჟებზე და ყოველწლიურ აუდიტს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია KPMG ატარებს.
30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ ააშენა 145,000 ბინა, 9 მილიონი კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, ათეულობით ინოვაციური სკოლა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ეროვნული მაგისტრალები, ხიდები, სამრეწველო საწარმოები და ენერგეტიკული ობიექტები. კომპანია ყაზახეთის სამშენებლო სექტორში ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელია.
მისი პროექტები 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანია 8,000 სამუშაო ადგილს ქმნის.
მხოლოდ 2025 წელს BI Group-მა რეკორდული 2.4 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ჩააბარა.
BI Group განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას. კომპანიის აქციონერები, მენეჯმენტი და თანამშრომლები შემოსავლის ნაწილს რეგულარულად კორპორაციულ საქველმოქმედო ფონდ BI-Juldyzai-ში რიცხავენ, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ფონდის მხარდაჭერით ბავშვებს წამყვანი უცხოელი ქირურგები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს უტარებენ. გარდა ამისა, კომპანია მხარს უჭერს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, განათლებას, ქალაქების გამწვანებასა და სპორტის განვითარებას.
„არქის“ შესახებ
„არქი“ #1 დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და ბაზრის დაახლოებით 20% ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი, აერთიანებს 70,000-ზე მეტ მცხოვრებს და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გრძელვადიანი განვითარების ხედვა.
BM.GE
წყარო: bm.ge