მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტი შესაძლებელი გახდა - ბრძანება
საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტი შესაძლებელი გახდა - ბრძანება

საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტი შესაძლებელი გახდა - ბრძანება

BM.GE13 მაისი, 2026, 19:55|bm.ge

საქართველოდან ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში საკლავი ცხვრის ექსპორტისთვის საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმა დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 11 მაისს მოაწერა.

ახალი რეგულაციის თანახმად, ნორმატიულ აქტს დაემატა სპეციალური ქვეპუნქტი და დანართი რომელიც განსაზღვრავს იმ ვეტერინარულ მოთხოვნებს, რასაც ქართული ცხვარი ალჟირის ბაზარზე მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს.

საკლავი ცხოველების ექსპორტი ვეტერინარული სერტიფიკატის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია, ვაქცინირებულია და აკმაყოფილებს იმ ქვეყნის სანიტარიულ ნორმებს, სადაც მისი გაყვანა ხდება.

მინისტრის ბრძანება უკვე ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველ კვარტალში საქართველომ ცხვრის ექსპორტიდან 6.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 111%-ით გაიზარდა.

• მთავარი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთი იყო - 3.5 მლნ აშშ დოლარი • ყატარი - 1.6 მლნ აშშ დოლარი; • ლიბია - 1.01 მლნ აშშ დოლარი • ქუვეითი - 494 ათასი აშშ დოლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE