მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით $129 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით $129 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით $129 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 17:57|bm.ge

საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის - 129 მილიონი დოლარის ღირებულების 7,360 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 10 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 280 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 8 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ, ირანმა, მესამე ადგილი პირველად დაიკავა.

ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც ირანში ტრადიციული საზღვაო გზით ავტოიმპორტი შემცირდა, როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოდან გააქტიურებული რეექსპორტით დაბალანსდა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ავტოექსპორტის მაჩვენებლები:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 ყირგიზეთი $551 მილიონი 14,700 $37.5 ათასი; -38% 2 ყაზახეთი $298 მილიონი 19,289 $15.4 ათასი; -40% 3 ირანი $129 მილიონი 7,360 $17.6 ათასი; 46141% 4 აზერბაიჯანი $128 მილიონი 3,803 $33.8 ათასი; -18% 5 ტაჯიკეთი $71 მილიონი 4,022 $17.8 ათასი; 14% 6 სომხეთი $61 მილიონი 2,178 $27.8 ათასი; 65% 7 უზბეკეთი $36 მილიონი 1,491 $24.4 ათასი; -12% 8 თურქმენეთი $18 მილიონი 1,185 $15.3 ათასი; 29% 9 საუდების არაბეთი $12 მილიონი 51 $231.1 ათასი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საუდის არაბეთში ექსპორტი $0 იყო 10 მოლდოვა $9 მილიონი 648 $13.9 ათასი. 52%

მთლიანობაში 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში 1.16 მილიარდი დოლარის ღირებულების 48,314 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს მოცულობა 318 მილიონი დოლარით, ანუ 21.5%-ით არის შემცირებული.

კლება ძირითადად დაკავშირებულია ყირგიზეთის; ყაზახეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებასთან, რის სანაცვლოდაც საქართველოს ავტოდილერებმა გადაზიდვები ირანის მიმართულებით გააქტიურეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

BM.GE

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

BM.GE

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

BM.GE

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

BM.GE