მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი გაოთხმაგდა, ფასი კი 61%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი გაოთხმაგდა, ფასი კი 61%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი გაოთხმაგდა, ფასი კი 61%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE22 მაისი, 2026, 19:24|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში ქართული ლოკოკინას საშუალო საექსპორტო ფასი 61%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 479 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 226 ტონა ლოკოკინა გავიდა. წინა წლის შესაბამის პერიოდში ლოკოკინას ექსპორტი 54 ტონას შეადგენდა, 71 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. შესაბამისად, რაოდენობა გაზრდილია 4-ჯერ (319%-ით), ღირებულება კი 7-ჯერ (576%-ით). ასევე გაზრდილია საშუალო საექსპორტო ფასი 61%-ით.

2026 წლის მონაცემებით, ლოკოკინები ექსპორტირებულია თურქეთში (198 ტონა) და საფრანგეთში (28 ტონა).აღსანიშნავია, რომ ლოკოკინას ექსპორტი მზარდია. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

დრო მოვიდა, რომ მიკრობანკების რეგულაციების გადახედვაზე დაიწყოს დიალოგი - MBC

BM.GE

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

მთავრობამ საგურამოში ქონება „გურამიშვილის მარანს“ 2033 წლამდე იჯარით გადასცა

BM.GE

მთავარი ბრძოლები წინ არის - საქართველოს ნაკრების ლეგიონი ნოემბრის თამაშების მოლოდინში

მთავარი ბრძოლები წინ არის - საქართველოს ნაკრების ლეგიონი ნოემბრის თამაშების მოლოდინში

BM.GE

ნიდერლანდები უკრაინას სამი წლის განმავლობაში €1.7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას სამი წლის განმავლობაში €1.7 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE