მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ 6 თვეში $53 მილიონზე მეტი ღირებულების კონდიციონერები შეიძინა - იმპორტის 70% ჩინეთზე მოდის
საქართველომ 6 თვეში $53 მილიონზე მეტი ღირებულების კონდიციონერები შეიძინა - იმპორტის 70% ჩინეთზე მოდის

საქართველომ 6 თვეში $53 მილიონზე მეტი ღირებულების კონდიციონერები შეიძინა - იმპორტის 70% ჩინეთზე მოდის

BM.GE4 აგვისტო, 2026, 02:57|bm.ge

საქართველოში კონდიციონერების იმპორტი ზრდას განაგრძობს. ოფიციალური საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში $53.1 მილიონი ღირებულების კონდიციონერები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ ექვს თვეში იმპორტის ღირებულება $51.1 მილიონს შეადგენდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ბაზარი ამ კატეგორიაში ძირითადად ჩინურ წარმოებაზე არის დამოკიდებული. წელს, ექვს თვეში ჩინეთიდან განხორციელებული იმპორტის ღირებულებამ $36.5 მილიონი შეადგინა, რაც მთლიან იმპორტში დაახლოებით 69%-იან წილს ნიშნავს.

ჩინეთის შემდეგ უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია, საიდანაც იანვარ-ივნისში $6.1 მილიონი ღირებულების კონდიციონერები შემოვიდა. პირველ ხუთეულში ასევე არიან სინგაპური - $4.8 მილიონით, ჰონკონგი - $2.1 მილიონით და პოლონეთი - $1 მილიონით.

უფრო მცირე მოცულობის იმპორტი განხორციელდა იტალიიდან ($554 ათასი), გერმანიიდან ($439 ათასი), ტაილანდიდან ($354 ათასი), იაპონიიდან ($131 ათასი) და ბულგარეთიდან ($115 ათასი).

ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ კონდიციონერების იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ 2021 წელს საქართველომ ამ პროდუქციის შესაძენად $26.5 მილიონი დახარჯა, 2022 წელს მაჩვენებელი $46.6 მილიონამდე გაიზარდა, 2023 წელს კი $65.8 მილიონს მიაღწია.

რეკორდული იმპორტი 2024 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში $80 მილიონი ღირებულების კონდიციონერები შემოვიდა. 2025 წელს მაჩვენებელმა მცირედით იკლო და $78.6 მილიონი შეადგინა, თუმცა 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

BM.GE

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

BM.GE

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

BM.GE

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

BM.GE