მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ავიაციაში შექმნილ კრიზისს - გიორგი შენგელია
საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ავიაციაში შექმნილ კრიზისს - გიორგი შენგელია

საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ავიაციაში შექმნილ კრიზისს - გიორგი შენგელია

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 00:37|bm.ge

ავიასაწვავის გაძვირების, რეგიონული კონფლიქტებისა და საჰაერო სივრცეების შეზღუდვის მიუხედავად, გიორგი შენგელიას შეფასებით, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს.

"პეგასუსისა" და "ეარ არაბიას" წარმომადგენელი “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ვიასაწვავის ღირებულება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაღალ ნიშნულზე რჩება.

გაძვირებულმა საწვავმა კი ავიაკომპანიები აიძულა შეემცირებინათ ფრენების სიხშირე, თუმცა ზაფხულის სეზონზე მზარდმა მოთხოვნამ ოპერირების გაგრძელება შესაძლებელი გახადა.

მისივე თქმით, ავიაბაზარი უფრო მეტად მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მოლოდინია, რომ ზამთრის სეზონზე ავიაბილეთების ფასები შემცირდეს.

IATA-ს მონაცემებით, წლიურ ჭრილში ავიასაწვავის ღირებულება 116%-ით არის გაზრდილი. გაძვირდა ავიაბილეთებიც.

„ჩვენ ყველანი ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებდით მომავალს და ვთვლიდით, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, თუმცა უკვე ექვსი თვეა ამ საწვავის ღირებულებით ოპერირებს ეს ინდუსტრია.

რა თქმა უნდა, გაძვირებულმა საწვავმა შეამცირა ფრენების რაოდენობა იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც მოთხოვნა შედარებით დაბალი იყო. ზაფხულის სეზონმა, ზოგადად, მხარი დაუჭირა ამ გაძვირებას და მზარდმა მოთხოვნამ მაინც შესაძლებელი გახადა ოპერირება გაეგრძელებინათ ავიაკომპანიებს, თუმცა გარდა იმისა, რომ საწვავია გაძვირებული, არსებობს შეზღუდვები თვითონ გადაფრენასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ტერიტორია დახურულია ავიამიმოსვლისთვის დღემდე, შესაბამისად ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენები საერთოდ არ აღდგა — მაგალითად, ინდოეთი. ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანიებს უწევთ შემოვლითი გზებით ფრენა, რაც უფრო ახანგრძლივებს ფრენის დროს და კიდევ უფრო აძვირებს ავიაბილეთის თვითღირებულებას.

საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ კრიზისს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია, ეს გარე ფაქტორებით გამოწვეული კრიზისი იყო და ქვეყნის მიმართ მოთხოვნა არ შემცირებულა. ქვეყანა ისევ მიმზიდველია, შესაბამისად ქვეყანაში გამოჩნდა ახალი ავიაკომპანიებიც ახალი ქალაქებიდან. საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეიძლება იგივე ნიშნულზე დარჩა, მგზავრთა რაოდენობაც დაახლოებით იგივე ნიშნულზე დარჩა, თუმცა გაიზარდა ქვეყნების და აეროპორტების რაოდენობა, რომლებიც დაუკავშირდა ქართულ აეროპორტებს და ეს ძალიან კარგია, რაც სწორი დივერსიფიკაციით არის განპირობებული და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ ამ კრიზისს საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი.

ავიაბაზარი, ზოგადად, ბევრად უფრო დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ვიდრე თვითღირებულებაზე. ის ფაქტი, რომ ავიასაწვავი არის გაძვირებული, ეს ავიაკომპანიებისთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მომხმარებლისთვის. შესაბამისად, თუ მოთხოვნა მზარდია, ავიაბილეთის გაძვირებულ ავიაბილეთს მომხმარებელი მაინც შეიძენს. თუ მოთხოვნა სუსტია ამა თუ იმ ხაზზე ან სეზონურობიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა რა არის ავიასაწვავის ღირებულება, ავიაბილეთის ფასი მაინც დაეცემა.

შესაბამისად, წინ ზამთრის სეზონი გვაქვს და ზამთრის სეზონზე ჩვენ ვპროგნოზირებთ საკმაოდ დაბალ ფასებს ავიაგადაზიდვებზე, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა-მიწოდებასთან არის დაკავშირებული. საქართველოში 85 ავიაკომპანია დაფრინავს უკვე და ძალიან დიდი კონკურენციაა ავიაკომპანიებს შორის. შესაბამისად, თუ მოთხოვნა არ იქნება შესაბამისობაში მიწოდებასთან ( ზამთრის სეზონზე ამ ბიზნესში სულ ასეა), ავიაბილეთების ფასი, სავარაუდოდ, შემცირდება”,-აცხადებს შენგელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

BM.GE

1 ნოემბრიდან მოსკოვმა ერევანს შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს - რას ითხოვს კრემლი?

1 ნოემბრიდან მოსკოვმა ერევანს შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს - რას ითხოვს კრემლი?

BM.GE

EU-ს ქვეყნები უკრაინისთვის გაჭიანურებული €6.6 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ

EU-ს ქვეყნები უკრაინისთვის გაჭიანურებული €6.6 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ

BM.GE

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

BM.GE