მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა - Global Finance
საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა - Global Finance

საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა - Global Finance

BM.GE30 აპრილი, 2026, 18:20|bm.ge

საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიად დაასახელა. ყოველწლიური დაჯილდოება Innovators Awards 2026 ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიური იდეების, პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარების კუთხით გამორჩეულ ორგანიზაციებს აჯილდოებს.

Global Finance-ის დამფუძნებლისა და სარედაქციო დირექტორის, ჯოზეფ ჯიარაპუტოს განცხადებით, ფინანსური ინოვაციების ლაბები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოცდაში, ბიზნესმოდელების ტესტირებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დაჩქარებულ განვითარებაში.

Innovators Awards 2026 მეცამეტედ გაიმართა, გამარჯვებულები კი ჟურნალის სარედაქციო საბჭომ დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა.

„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობს. სწორედ ამიტომ შევქმენით საკუთარი AI კვლევითი ლაბორატორია, სადაც ვავითარებთ ქართულ ენასა და ჩვენს მომხმარებლებზე მორგებულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ქართულენოვანი ჩეტბოტი, და ქართულენოვანი მეტყველების ამოცნობა და სინთეზირება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ უფრო სწრაფები, დამოუკიდებლები და მომხმარებლებს შევთავაზოთ უკეთესი გამოცდილება, ხოლო ბიზნესს - უფრო ეფექტიანი პროცესები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი AI კვლევითი ლაბორატორიის გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით, საქართველოს ბანკის ინოვაციურმა ეკოსისტემამ საერთაშორისო აღიარება მიიღო”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და ბანკები, როგორებიცაა Citi, Mastercard, Goldman Sachs და სხვები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE