მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია

BM.GE30 აპრილი, 2026, 18:11|bm.ge

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის (Colosseum Hackathon) ქართული ჰაბის მასპინძელი იქნება.

პროექტის ფარგლებში, 4-11 მაისს Tbilisi Build Station გაიმართება. ეს 8-დღიანი ინტენსიური სამუშაო სივრცეა, რომელიც ადგილობრივ დეველოპერებს, სტარტაპერებსა და Web3 სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ საკუთარ იდეებზე, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა და მოემზადონ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, რომლის საპრიზო ფონდი $2.5 მილიონს შეადგენს.

Tbilisi Build Station მონაწილეებს სთავაზობს:

• პროფესიონალურ მხარდაჭერას: მენტორინგსა და კონსულტაციებს Colosseum ჰაკათონისთვის პროექტების დასახვეწად; • საგანმანათლებლო გამოცდილებას: შეხვედრებს სპიკერებთან, რომლებიც Web3 ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ; • Networking-ს: ახალ კავშირებს ინდუსტრიის ლიდერებთან და პოტენციურ პარტნიორებთან; • განვითარების რეალურ შესაძლებლობას: საერთაშორისო დონის პროექტის შექმნის შანსს Solana-ს ეკოსისტემაში.

ღონისძიება ასევე მოიცავს ასევე, UI / UX დღესა და Go to market Day-ს.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგებზე დასწრება შესაძლებელია ჰაკათონში მონაწილეობის გარეშეც, ამისათვის კი საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

თუ გაქვთ Solana-ზე მორგებული იდეა და გსურთ ახალ გამოწვევაში მონაწილეობა, დარეგისტრირდით Colosseum Hackathon-ზე.

ასევე, შეუერთდით Tbilisi Build Station-ს, ამ ბმულზე, რათა თქვენი პროექტი მაქსიმალურად დახვეწოთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE