მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის

საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 21:53|bm.ge

საქართველოს ბანკი უკვე წლებია სტუდენტებს კარიერული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. 2026 წელს პროექტმა უკვე მეათე ნაკადი მიიღო, ამჟამად კი აქტიურად მიმდინარეობს მზადება მომდევნო მიღებისთვის, რომელიც 2027 წლის იანვარში გამოცხადდება.

პროგრამის შესახებ:

რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები.

პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ოქრომჭედლიშვილი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-ზე მეტი დეპარტამენტი ჩაერთო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

BM.GE

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

BM.GE

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

BM.GE