მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში

საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში

BM.GE19 მაისი, 2026, 23:03|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გაერთიანებული მსოფლიო სკოლების (UWC) პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში კი ბანკი 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო ლოკაციაზე – მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.

პროგრამაზე მიღება პირველ აგვისტოს დაიწყება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 2 სტიპენდიატი გამოვლინდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად.

გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, კითხვების შემთხვევაში: georgia@uwcnc.org

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE