მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

BM.GE15 მაისი, 2026, 17:18|bm.ge

„საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-ს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) სავაჭრო ფინანსირების პროგრამის (TFP) ფარგლებში 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსი მოიზიდა.

ტრანზაქცია განხორციელდა საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) -ს ფარგლებში და წარმოადგენს მხარეებს შორის მე-15 წარმატებულ გარიგებას. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინსტიტუტთან, Citi-სთან და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) პარტნიორობას ვაგრძელებთ, რაც ამჯერად 45 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. მსგავსი გარიგებები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ეფექტიანად დავუჭიროთ მხარი ბიზნესს და მათ ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით თანამედროვე გადაწყვეტები შევთავაზოთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ ასახავს იმ დიდ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვიცხადებენ და ქმნის საფუძველს, რომ Citi-სა და ADB-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, რათა პარტნიორ ბიზნესებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

“ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-ის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვანი განვითარებადი ბაზრების ზრდასა და გაძლიერებას”, - განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

„აღნიშნული გარიგება ნათლად აჩვენებს ადგილობრივ და გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ძლიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს ბანკის, Citi-ის და ADB-ის პარტნიორობა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას“; - განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ფინანსირების პროგრამის ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE