მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკმა ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის მოხვედრა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვით აღნიშნა
საქართველოს ბანკმა ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის მოხვედრა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვით აღნიშნა

საქართველოს ბანკმა ლონდონის ტოპ 100 კომპანიას შორის მოხვედრა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვით აღნიშნა

BM.GE4 მაისი, 2026, 15:20|bm.ge

საქართველოს ბანკმა, როგორც Lion Finance Group-ის წევრმა კომპანიამ, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანების აღსანიშნად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დახურა.

FTSE 100-ში მოხვედრას კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიისა და მისი სტაბილური ზრდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხი განაპირობებს.

ზარის დარეკვის ცერემონია კი სიმბოლურ და ტრადიციულ ხასიათს ატარებს, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ინვესტორები და სტეიკჰოლდერები ესწრებიან.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100-ში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ გაწევრიანდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთ გლობალურ გიგანტებთან ერთადაა წარმოდგენილი, როგორებიცაა HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce, Shell და Barclays.

Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის დალისტული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE