მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

BM.GE19 მაისი, 2026, 16:20|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაზე ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევებისა და აპრობირებული პრაქტიკის გაზიარებას, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს კომპანიების საოპერაციო საქმიანობის მდგრადობაზე.

ტრენინგი, რომელსაც წამყვანი ექსპერტი, ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ნიკოლოზ გიორგაშვილი უძღვებოდა, ისეთ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნა, როგორიცაა ISO/IEC 27001, ISO 27005 და ISO 31000.

დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) მიზნები, მისი პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი ინფორმაცია, პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო როლების გადანაწილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის ჩარჩოს, იდენტიფიკაციითა და შეფასებით დაწყებული მათ მართვამდე. თეორიულ სესიებთან ერთად, დღის წესრიგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა მიღებული ცოდნის რეალურ ბიზნეს პროცესებთან ადაპტირებაში.

ტრენინგის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს კონტროლის მექანიზმების დანერგვისა და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სექტორული იმპლემენტაციის სპეციფიკა.

„ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ინფორმაციული უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ის ბიზნესის უწყვეტობისა და ინსტიტუციური სტაბილურობის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პრიორიტეტულია წევრი კომპანიებისთვის მსგავსი მაღალტექნოლოგიური და სტრატეგიული ცოდნის გაზიარება. აღნიშნული ტრენინგის გამართვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს სურვილს, ხელი შევუწყოთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საქართველოში ბიზნესის მდგრად განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ბრალდებები და პენიტენციური სისტემის პასუხირუსთავი 2
სისტემის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE