მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის" - მიხეილ დუნდუა
"საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის" - მიხეილ დუნდუა

"საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის" - მიხეილ დუნდუა

BM.GE14 მაისი, 2026, 03:50|bm.ge

"ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს, პერსპექტივის სახით, საქართველოს დაწყებული, ეს პროცესი მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის ქვეყანას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, სადაც ყურადღება გაამახვილა იმ სექტორებზე, სადაც ყველაზე მეტი კაპიტალი იდება ქვეყანაში.

მიხეილ დუნდუამ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტრომაგისტრალზეც.

"მრავალპროფილური, მრავალსექტორული არის საინვესტიციო პროცესები, იდება თანხა იმ მიმართულებით, როგორიც არის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, უძრავი ქონება, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა. ეს ყოველივე საინვესტიციო პროცესებისა და მოზიდვის მრავალდარგოვანი მიმართულებაა. ქმნის ინკლუზიური განვითარების, მრავალდარგოვანი განვითარების პერსპექტივას.

საქართველო არის მრავალი საინვესტიციო პროექტის ავტორი და ინიციატორი, მაგალითად შავი ზღვის დამაკავშირებელი ელექტრომაგისტრალი - კაბელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და განავითაროს საქართველოს ენერგეტიკა და ეკონომიკა. მისი იდეის ავტორი და ინიციატორი არის საქართველო, უმაღლესი მნიშვნელობა მიენიჭა მას ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან.

ძლიერი საინვესტიციო პროცესები აქვს პერსპექტივის სახით საქართველოს. დაწყებულია ეს პროცესი, რომელიც მრავალმილიარდიან შემოსავალს უქადის ქვეყანას და ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზე აისახება ძალიან ძლიერად", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE