მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება" - FAO-მ მევენახეებისთვის ტრენერთა პროგრამა დაასრულა
"საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება" - FAO-მ მევენახეებისთვის ტრენერთა პროგრამა დაასრულა

"საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება" - FAO-მ მევენახეებისთვის ტრენერთა პროგრამა დაასრულა

BM.GE21 მაისი, 2026, 21:50|bm.ge

ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, Food and Agriculture Organization-მა საქართველოში ტრენერთა ტრენინგის პროგრამა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამა ვენახის ინტეგრირებულ მართვას შეეხებოდა და მიზნად ქართული ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ისახავდა.

“საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება”, - ამბობს FAO-ს ENPARD IV პროგრამის მენეჯერი გუიდო აგოსტინუჩი.

საგულისხმოა, რომ ტრენინგის მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სხვა მევენახეებსაც გაუზიარებენ, რაც თანამედროვე აგრარული პრაქტიკების გავრცელებასა და დარგის გრძელვადიან განვითარებას ხელს შეუწყობს.

„სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკები, ეკოსისტემის სერვისები და სურსათის უვნებლობა აუცილებელია სექტორში არსებული შესაძლებლობების განხორციელებისთვის და გარემოს დაცვისთვის. ტრენერთა ტრენინგის, სხვლის ფესტივალებისა თუ ცოდნის გაზიარებაზე ფოკუსირებული სხვა აქტივობების მეშვეობით, ჩვენ ქართველ მევენახეებსა და მეღვინეებს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის ვენახის მართვის თანამედროვე პრინციპებთან დაკავშირებაში ვეხმარებით“,- წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE