
საქართველოს კოსმეტიკასა და კანის მოვლის პროდუქტების იმპორტი 17%-ით გაუძვირდა|სად ვყიდულობთ?
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში კოსმეტიკური საშუალებებისა და კანის მოვლის პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პროდუქციის იმპორტის საერთო ღირებულება 2026 წლის პირველ ოთხ თვეში 33.67 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტირებული საქონლის მოცულობამ 1 041 ტონა შეადგინა.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების იმპორტი 27.64 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ფიზიკური მოცულობა 1 001 ტონა. შესაბამისად, 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტის ღირებულება 6.04 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც 21.84%-იან ზრდას ნიშნავს. ამავე პერიოდში იმპორტის ფიზიკური მოცულობა 39.5 ტონით გაიზარდა, რაც დაახლოებით 4.0%-იან მატებას შეესაბამება.
აქვე აღსანიშნავია, რომ თუ გასულ წელს 1 ტონა კოსმეტიკური საშუალებებისა და თავის მოვლის პროდუქტების იმპორტში საშუალოდ 27,610 აშშ დოლარი იხარჯებოდა, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 1 ტონაზე საშუალოდ 32,333 აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 17.1%-იან გაძვირებას უდრის.
ქვეყნების მიხედვით იმპორტის სტრუქტურა შემდეგნაირად გადანაწილდა:
• საფრანგეთი - $8.7 მლნ, 140 ტონა; • გერმანია - $2.8 მლნ, 66 ტონა; • იტალია - $2.7 მლნ, 31 ტონა; • აშშ - $2.5 მლნ, 17 ტონა; • პოლონეთი - $2.1 მლნ, 132 ტონა; • კორეა - $1.8 მლნ, 29 ტონა; • ესპანეთი - $1.7 მლნ, 94 ტონა; • რუსეთი - $1.5 მლნ, 77 ტონა; • ისრაელი - $1.08 მლნ, 36 ტონა; • თურქეთი - $1.06 მლნ, 88 ტონა.
საგულისხმოა, რომ გასულ წელს თუ სამხრეთ კორეა მომწოდებლებს შორის მეორე ბაზრად სახელდებოდა, სადაც საქართველომ $5.2 მლნ-ის პროდუქცია შეიძინა, წელს ეს ტენდენცია შეიცვალა და მან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
BM.GE
წყარო: bm.ge