მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ₾1.4 მლრდ დახარჯეს - 49% ლუქს ბრენდებზე მოდის
საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ₾1.4 მლრდ დახარჯეს - 49% ლუქს ბრენდებზე მოდის

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ₾1.4 მლრდ დახარჯეს - 49% ლუქს ბრენდებზე მოდის

BM.GE22 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

"2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში (როგორც ფიზიკურად მოგზაურობისას, ისე ონლაინ) ჯამში 3.8 მილიარდი ლარი დახარჯეს", - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის "თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების" კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.

დოკუმენტის თანახმად, ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მზარდია:

• 2023 წელი – 2.2 მლრდ ლარი • 2024 წელი – 2.9 მლრდ ლარი • 2025 წელი – 3.8 მლრდ ლარი

2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3.8 მილიარდი ლარის დანახარჯებიდან თანაბარი წილი, 1.9-1.9 მილიარდი ლარი, ფიზიკურ ვაჭრობასა და ელ-კომერციაზე მოდიოდა.

რაც შეეხება დანახარჯების სექტორულ განაწილებას, საზღვარგარეთ შესყიდვების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის:

• ტანსაცმელი & აქსესუარები – 36% • სახლის მოვლა – 17% • ელექტრონიკა – 12% • თავის მოვლა – 6% • სხვა – 29%

კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების თითქმის ნახევარი, 49% (დაახლოებით 1.4 მლრდ ლარიდან), ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე ამ სეგმენტის მიწოდების მკაფიო დეფიციტი იკვეთება.

კერძოდ, თბილისის წამყვან მოლებში ტანსაცმლისთვის გაქირავებული 100 ათასი კვ.მ. ფართობიდან ლუქს ბრენდებს მხოლოდ 2% უჭირავთ. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე, სადაც ტანსაცმლისთვის ათვისებული 32 ათასი კვ.მ.-დან ლუქს სეგმენტს 28% უკავია.

ტანსაცმლისა და აქსესუარების საფასო სეგმენტების მიხედვით განაწილება 2025 წელს შემდეგნაირად გამოიყურება:

საზღვარგარეთ დანახარჯები (სულ 1.4 მლრდ ლარი):

• ლუქსი – 49% • საშუალო – 22% • მაღალი – 15% • ბიუჯეტური – 13%

თბილისის მთავარ მოლებში გაქირავებული ფართი (სულ 100 ათასი კვ.მ.):

• ბიუჯეტური – 58% • საშუალო – 32% • მაღალი – 8% • ლუქსი – 2%

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე გაქირავებული ფართი (სულ 32 ათასი კვ.მ.):

• ბიუჯეტური – 44% • ლუქსი – 28% • საშუალო – 25% • მაღალი – 4%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE