მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა
საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა

საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლების უთანაბრობით რეგიონის 3 ქვეყანას ჩამორჩება - ჯინის კოეფიციენტი შემცირდა

BM.GE25 მაისი, 2026, 19:08|bm.ge

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში ჯინის კოეფიციენტი შემცირდა და მან მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.34 ქულა (კლება 0.01 ქულა), ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით ასევე 0.34 ქულა შეადგინა (კლება 0.02 ქულა).

შედარებისთვის, ბოლო 10-წლიან ჭრილში ჯინის კოეფიციენტის კლებამ შემოსავლებისთვის 0.06 ქულა შეადგინა, ხარჯებისთვის კი 0.04 ქულა შეადგინა.

ჯინის კოეფიციენტი მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელია და როგორც შემოსავლების, ისე დანახარჯების შესწავლით ითვლება. კოეფიციენტი 0-დან 1-ის ჩათვლით მნიშვნელობას იღებს. რაც უფრო ახლოსაა 0-თან მისი მნიშვნელობა, მით ნაკლებია უთანაბრობა, ხოლო რაც უფრო ახლოსაა 1-თან, მით უფრო დიდია უთანაბრობა. კოეფიციენტის ცვლილებაზე გავლენას ახდენს როგორც შემოსავლების/ხარჯების ზედა საფეხურის შინამეურნეობები, ასევე ქვედა საფეხურის მქონე შინამეურნეობები. მაგალითად, თუკი ქვედა საფეხურის მომხმარებელთა ხარჯები დაუახლოვდა მედიანურ მაჩვენებლებს, რაც შინაარსობრივად ამ ჯგუფების გამდიდრებას გულისხმობს, ჯინის ინდექსი შემცირდება. ანალოგიურად, თუკი ზედა შემოსავლების და ხარჯების მქონე ჯგუფის შემოსავლები შემცირდება და დაუახლოვდება მედიანური შემოსავლების მქონე ოჯახების შემოსავლებსა და ხარჯებს, ესეც ჯინის ინდექსზე დადებითად აისახება. შესაბამისად, ინდექსში წინსვლა უკავშირდება ზედა და ქვედა შემოსავლების მქონე ჯგუფების მედიანური მაჩვენებლისკენ გადანაცვლებას.

შედარებისთვის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ჯინის ინდექსი ასე ნაწილდება:

• აზერბაიჯანი - 0.26 ქულა; • სომხეთი - 0.27 ქულა; • რუსეთი - 0.33 ქულა; • თურქეთი - 0.43 ქულა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე უკეთესი პოზიცია ინდექსში თურქეთის გარდა ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანას აქვს.

რაც შეეხება ინდექსის საუკეთესო მაჩვენებლებს - კოეფიციენტი ყველაზე დაბალია სლოვაკეთში და 0.24-ს შეადგენს, ასევე კარგი მაჩვენებელი აქვს ბელარუსს 0.24; სლოვენიას 0.25 და ინდოეთს 0.25. ეს ნიშნავს რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯგუფების საშუალო შემოსავლები და ხარჯები კონცენტრირებულია ამავე ქვეყნის მედიანური შემოსავლებისა და ხარჯების მქონე ჯგუფის შემოსავლებთან და ხარჯებთან. ანუ ქვეყნები თანაბრად ღარიბები/მდიდრები არიან.

რაც შეეხება ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს - კოეფიციენტი შეადგენს 0.59-ს ნამიბიაში; ბოტსვანაში 0.55-ს; ესვატინში კი ასევე 0.55-ს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE