მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზა ბელარუსში სატვირთო ვაგონების შეძენას გეგმავს
საქართველოს რკინიგზა ბელარუსში სატვირთო ვაგონების შეძენას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა ბელარუსში სატვირთო ვაგონების შეძენას გეგმავს

BM.GE30 მაისი, 2026, 13:59|bm.ge

ბელარუსისა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო რკინიგზა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 27 მაისს, ბელორუსის რკინიგზის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბელორუსის რკინიგზის სახელმწიფო ასოციაციის ხელმძღვანელს, ვალერი ვერენიჩსა და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს, ლაშა აბაშიძეს შორის.

მხარეებმა განიხილეს არაერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ბელარუსი-საქართველო-ბელარუსიის მარშრუტზე საქონლის მიწოდებასთან და კონკურენტუნარიანი სატარიფო პირობების შემუშავებასთან.

ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, შეიძინოს ბელორუსული წარმოების სატვირთო ვაგონები, მათ შორის მოგილევის ვაგონმშენებელი ქარხნისა და ოსიპოვიჩის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხნის პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ საკითხზე საქართველოს რკინიგზას საჯაროდ ინფორმაციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს რკინიგზა 1500 ახალი სატვირთო ვაგონის შეძენას აპირებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუს-მა ჯაშუშობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

სუს-მა ჯაშუშობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

BM.GE

ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა

ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გულბაათ რცხილაძეა

BM.GE

სად არის გეგმა, რომლითაც განათლების ხარისხი უნდა აამაღლოთ?! - ნინო დობორჯგინიძის კითხვები განათლების სამინისტროსთან

სად არის გეგმა, რომლითაც განათლების ხარისხი უნდა აამაღლოთ?! - ნინო დობორჯგინიძის კითხვები განათლების სამინისტროსთან

BM.GE

Playmakers-ის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

Playmakers-ის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

BM.GE