მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?
საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

BM.GE13 ივლისი, 2026, 16:40|bm.ge

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 132 მილიონ დოლარით არის შემცირებული, ხოლო ერთწლიან ჭრილში კი 150 მილიონი დოლარით ნაკლებია.

წინა თვესთან შედარებით ვალის შემცირებაზე გავლენა მოახდინა ივნისის განმავლობაში ვალუტის გამყარების ტენდენციამ, რადგან პერიოდის განმავლობაში ევრო, რომელშიც საქართველოს საგარეო ვალის 2/3 არის ნომინირებული დოლართან გაუფასურდა, რამაც დოლარში გამოსახული ვალის მოცულობა შეამცირა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 855 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

კრედიტორი ჯამური ვალი აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2.49 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკი $2.25 მილიარდი დოლარი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1.18 მილიარდი დოლარი საფრანგეთი $838 მილიონი დოლარი გერმანია $545 მილიონი დოლარი ევრობონდი $506 მილიონი დოლარი ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ $262 მილიონი დოლარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $238 მილიონი დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $216 მილიონი დოლარი ევროკავშირი $149 მილიონი დოლარი მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ $134 მილიონი დოლარი იაპონია $105 მილიონი დოლარი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $35 მილიონი დოლარი ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16 მილიონი დოლარი ავსტრია $8 მილიონი დოლარი ქუვეითი $6 მილიონი დოლარი სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $5 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატები $4 მილიონი დოლარი თურქმენეთი $0.2 მილიონი დოლარი

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ₾60-მილიონიანი დეპოს მშენებლობის დასრულება მეექვსედ გადავადდა

18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ₾60-მილიონიანი დეპოს მშენებლობის დასრულება მეექვსედ გადავადდა

BM.GE

„მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი“ - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი

„მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი“ - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი

BM.GE

თელავში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რისკი - რას წერს გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ბიულეტენში?

თელავში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების რისკი - რას წერს გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ბიულეტენში?

BM.GE

“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს

“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს

BM.GE