მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოსადმი ინტერესი მაღალი იყო" - ტურიზმის ადმინისტრაცია ITB China 2026-ზე კერძო სექტორის შთაბეჭდილებებს ავრცელებს
"საქართველოსადმი ინტერესი მაღალი იყო" - ტურიზმის ადმინისტრაცია ITB China 2026-ზე კერძო სექტორის შთაბეჭდილებებს ავრცელებს

"საქართველოსადმი ინტერესი მაღალი იყო" - ტურიზმის ადმინისტრაცია ITB China 2026-ზე კერძო სექტორის შთაბეჭდილებებს ავრცელებს

BM.GE29 მაისი, 2026, 19:00|bm.ge

შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB China 2026-ზე, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა, ქართულმა კერძო სექტორმა ათასზე მეტი შეხვედრა გამართა უცხოელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაცია იტყობინება.

შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველოს დელეგაციაში შემავალმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 1000-ზე მეტი შეხვედრა გამართეს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

26-28 მაისს გამართულ გამოფენაში 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ Swissotel Tbilisi-ს, Crowne Plaza Borjomi-ს, „პრომეთეა ვოიაჟის“ და Travel Vibes-ის წარმომადგენლები. მათ შთაბეჭდილებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ITB China გამოფენაზე საქართველოსადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, ვცდილობთ, ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და გარკვეული ბაზრები დავაბალანსოთ. წარმატებულ გამოფენასთან ერთად, პირდაპირი ფრენები, რომელიც 15 ივლისიდან დაიწყება, შანხაი-თბილისის მიმართულებით, კვირაში სამჯერ სიხშირით, ამ საკითხში აუცილებლად დაგვეხმარება“ - განაცხადა „აკორის“ ბრენდის სასტუმროების „Swissotel Tbilisi“-ისა და „Mercure Tbilisi Old Town“-ის წარმომადგენელმა მაკა ცხომელიძემ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ITB China-ს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, შევხვდეთ ჩვენს ძველ, საიმედო ბიზნესპარტნიორებს, დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ვიზიტორი. ITB China-ზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით საქართველოს MICE სექტორის მიმართულებით“, - აცხადებს Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ხაჩიძე.

„ძალიან მაღალი იყო საქართველოსადმი ინტერესი. გამოფენაზე სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ ჩინეთიდან. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეცნო ჩვენი კულტურა, ისტორია, ტრადიციები. დაინტერესებულები არიან ჩვენი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით. ჩინეთის გამოფენაზე პირველად ვარ და ნამდვილად არ ველოდი ასეთ აქტიურობას. ხშირად რიგებიც კი იყო შეხვედრის მსურველების. გავცვალეთ კონტაქტები და ნამდვილად დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში პარტნიორულ ურთიერთობებს დავამყარებთ,“ - განაცხადა „პრომეთეა ვოიაჟის“ წარმომადგენელმა მარიამ პაპუნაშვილმა.

„ის ფაქტი, რომ საქართველო ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა და ფართოდ წარმოდგენილია როგორც შანხაის ბილბორდებზე, ისე უშუალოდ საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეში, ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს. გასულ წელთან შედარებით, ინტერესი გაორმაგებულია. ახლა უკვე აღარ გვჭირდება საწყისი ეტაპიდან იმაზე საუბარი, თუ სად მდებარეობს საქართველო. საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა. გავეცანით მათ მოთხოვნებს, რათა ქართული ტურისტული ბაზარი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდეს და ჩვენი სერვისები მაქსიმალურად მოვარგოთ ჩინურენოვან ტურისტებს. ვფიქრობ, წინ ძალიან წარმატებული წელი გველოდება“, - აცხადებს Travel Vibes-ის დამფუძნებელი მარიამ როჭიკაშვილი.

ცნობისთვის, გამოფენაზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი, ხოლო ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა. ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 30 ათასი შეადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

BM.GE

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში და რა - რეგიონსა და ევროპაში?|სემეკის მიმოხილვა

BM.GE

₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე

₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE