მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი
საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

საქართველოში ღორების სულადობა შემცირდა | საქსტატი

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 22:34|bm.ge

საქართველოში ღორის სულადობა მცირდება, ცოცხალი ღორების იმპორტი კი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალის ბოლოს ქვეყანაში 170.4 ათასი ღორი იყო აღრიცხული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10.6%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2025 წლის III კვარტალის ბოლოს საქართველოში 190.5 ათასი ღორი იყო აღრიცხული. შესაბამისად, ერთ წელიწადში მათი რაოდენობა 20.1 ათასი სულით შემცირდა.

კლების პარალელურად, იზრდება ქვეყანაში ცოცხალი ღორების შემოყვანა. 2026 წლის III კვარტალში საქართველოში 68.6 ათასი ღორი შემოვიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 55.1 ათასი. შედეგად, იმპორტი წლიურად 24.5%-ით გაიზარდა.

საპირისპირო სურათია ექსპორტის მიმართულებით. თუ 2025 წლის III კვარტალში საქართველოდან 1.5 ათასი ცოცხალი ღორი იყო ექსპორტირებული, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი ნულოვანი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

DataFest Tbilisi 2026-ის პროგრამა გამოქვეყნდა: რა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე

DataFest Tbilisi 2026-ის პროგრამა გამოქვეყნდა: რა დაგხვდებათ წელს ფესტივალზე

BM.GE

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს კატართან?

BM.GE

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკი

უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკი

BM.GE

ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება - ფონ დერ ლაიენი

ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება - ფონ დერ ლაიენი

BM.GE