მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი
საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი

საქართველოში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე ნიშნულამდე შემცირდება - Fitch-ის პროგნოზი

BM.GE16 მაისი, 2026, 15:25|bm.ge

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაცია მომდევნო თვეებში კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება, თუმცა შემდგომ ეტაპობრივად შემცირდება და საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება.

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ძირითადად ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, ინფლაციურ შოკზე საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა და მომდევნო თვეებში დამატებითი გამკაცრების შესაძლებლობაზეც მიანიშნა.

Fitch-ის შეფასებით, მიუხედავად გაზრდილი ინფლაციისა, რეალური საპროცენტო განაკვეთები კვლავ პოზიტიურ ნიშნულზე რჩება, რაც ლარის გაუფასურებისა და მეორადი ინფლაციური ეფექტების რისკებს ამცირებს.

შეგახსენებთ, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“-ზე, სტაბილური პერსპექტივით დაადასტურა. სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ძლიერ ზრდას ინარჩუნებს, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინფლაციის დაჩქარება და გარე რისკები რჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE