მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი

საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 17:24|bm.ge

"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა", - ამის ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი Facebook-ზე წერს.

დღეს, 15 სექტემბერს, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 177 ლარით (8%-ით) 2 389 ლარამდე გაიზარდა. საშუალო ხელფასი მოცემულია საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შესაბამისად, მეორე კვარტალის რეალური საშუალო ხელფასი 1911 ლარს შეადგენს.

ხიშტოვანის შეფასებით, მონაცემები ეკონომიკაში არსებულ უარყოფით ტენდენციებსა და ხელფასების ზრდის ტემპის მკვეთრ შენელებაზე მიუთითებს.

"(რომც ვენდოთ ინფლაციის სტატისტიკას, 2026 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ხელფასების რეალური ზრდა 2%-ზე მეტი არ გამოდის). იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს რეალური ზრდა თითქმის 17% იყო, ხოლო 2024-ში - თითქმის 10%, ხელფასების ზრდის ტემპის სწრაფი კლება ფიქსირდება.

პარალელურად, ახალი სამუშაო ადგილებიც აღარ იქმნება ეკონომიკაში (2026 წლის მეორე კვარტალში, 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 22,6 ათასი ადამიანით ნაკლები არის დასაქმებული; ხოლო, უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია მხოლოდ 600 (!!!) ადამიანით). ამ ორი მონაცემის და მათი დინამიკის გათვალისწინებით, წელს რეალური ეკონომიკური ზრდის 8%-იანი მაჩვენებელი ერთი დიდი გაუგებრობა გამოდის. მივიღეთ ვირტუალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც არც ახალ სამუშაო ადგილებს აღარ ქმნის და არსებულ სამუშაო ადგილებზე ხელფასების რეალურ ზრდასაც თითქმის აღარ უწყობს ხელს", - წერს გიორგი ხიშტოვანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

BM.GE

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE