მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში მოცვის იმპორტი 24.3%-ით, ექსპორტი კი 54.9%-ით გაიზარდა| სად ვყიდულობთ და ვყიდით?
საქართველოში მოცვის იმპორტი 24.3%-ით, ექსპორტი კი 54.9%-ით გაიზარდა| სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველოში მოცვის იმპორტი 24.3%-ით, ექსპორტი კი 54.9%-ით გაიზარდა| სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE20 მაისი, 2026, 21:15|bm.ge

საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში მოცვის იმპორტი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ პერიოდში საქართველომ 44 ტონა მოცვში 632 500 დოლარი გადაიხადა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი 508 800 დოლარს და 42 ტონას აღწევდა.

შესაბამისად, მოცვის იმპორტი ღირებულებით 24.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

იმპორტის სტრუქტურის მიხედვით, საქართველოში მოცვის უდიდესი ნაწილი ნიდერლანდებიდან შემოვიდა, საიდანაც 621 500 დოლარის ღირებულების 41 ტონა მოცვი იქნა იმპორტირებული. შედარებით მცირე მოცულობები დაფიქსირდა ჩინეთიდან - 9 300 დოლარის ღირებულების 1 300 კილოგრამი, თურქეთიდან - 1 300 დოლარის ღირებულების 2 100 კილოგრამი, ხოლო სომხეთიდან - 300 დოლარის ღირებულების 100 კილოგრამი.

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მოცვის ექსპორტით 361 100 დოლარის შემოსავალი დააფიქსირა. რეალიზებული მოცვის მოცულობამ კი 21 ტონას მიაღწია. ეს 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდას წარმოადგენს, როდესაც ექსპორტი 233 000 დოლარს და 18 ტონას შეადგენდა. შედეგად, მოცვის ექსპორტი ღირებულებით 54.9%-ით, ხოლო მოცულობით 16.6%-ით გაიზარდა.

საგულისხმოა, რომ მოცვის ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ სომხეთის ბაზარზე განხორციელდა.

"მოცვი რჩება დეფიციტურ პროდუქტად" - ასოციაციის პრეზიდენტი

ქართული მოცვისთვის აზიის ბაზრები იხსნება - „გვინდა ვცადოთ ინდოეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში ექსპორტი"

წელს მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს - სექტორი ფასების ზრდას ელის

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

Meta-მ თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

BM.GE

რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს

რომელ ვალუტაში ვისესხოთ? - "თიბისი კაპიტალის" რეკომენდაციები ბიზნესს

BM.GE

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

OpenAI-მ სინგაპურში ხელოვნური ინტელექტის პირველი უცხოური ლაბორატორია დააფუძნა

BM.GE

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

BM.GE