მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch
საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

BM.GE31 ოქტომბერი, 2026, 17:03|bm.ge

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი უახლეს შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ახდენს გავლენას და სიტუაციის იმგვარ გამწვავებას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ან ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება, პოტენციურად, შეფასების გაუარესება შეიძლება მოჰყვეს.

"2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი ბოლო სარეიტინგო მიმოხილვის შემდეგ საპროტესტო აქციების ინტენსივობა შემცირდა. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა, ხოლო ბოლო წლებში საზოგადოებრივი განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. აღნიშნული სისუსტეები აისახება მსოფლიო ბანკის პოლიტიკური სტაბილურობის ინდექსის ძალიან დაბალ მაჩვენებელში. ამჟამად საქართველო სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის 25-ე პროცენტილშია (ანუ ქვეყნების 75%-ს ამ მაჩვენებლით ჩამორჩება). საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2028 წლამდეა გათვალისწინებული",- აღნიშნავს Fitch-ი.

გეოპოლიტიკური რისკების ნაწილში კი ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული მოლაპარაკებებიც არის დასახელებული.

შეგახსენებთ, 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა. 2025 წლის მაისის შეფასებაში Fitch-მა შეფასება უცვლელად დატოვა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.

2026 წლის 30 ოქტომბერს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი – მათ ქვეყნიდან გააძევებენ

BM.GE

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის $2.1 მილიარდის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

BM.GE

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა

BM.GE

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა

BM.GE