მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა - როგორია გეოგრაფია?
საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა - როგორია გეოგრაფია?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა - როგორია გეოგრაფია?

BM.GE26 აგვისტო, 2026, 15:58|bm.ge

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 4.5%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.

გასულ წელს ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (21.3%) და თბილისში (20.9%).

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5%-ს, 33.3% შპს იყო, ხოლო 0.5% სააქციო საზოგადოება.

2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 მილიონ 964 ათას კვადრატული მეტრი იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.8%-ით მეტია. გასულ წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა.

ამასთან, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.5%) ქალები წარმოადგენდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად - საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად - საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დომუსი“ ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დომუსი“ ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს

BM.GE

28 აგვისტო საბაჟოები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, გეზ-ები კი არა - შემოსავლების სამსახური

28 აგვისტო საბაჟოები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, გეზ-ები კი არა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებზე მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებზე მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE