მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ვისკის ქარხნის მშენებლობა იგეგმება|დეტალები
საქართველოში ვისკის ქარხნის მშენებლობა იგეგმება|დეტალები

საქართველოში ვისკის ქარხნის მშენებლობა იგეგმება|დეტალები

BM.GE6 მაისი, 2026, 23:52|bm.ge

საქართველოში ვისკის ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „თბილისის ვისკის ფესტივალის“ თანადამფუძნებელმა, ვლადიმერ თიბილაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვისკის წარმოებით ორი კომპანიაა დაკავებული, თუმცა, არსებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი კომპანია დაიწყებს ვისკის ინდუსტრიულ წარმოებას, რაც ბაზრის გაფართოებაზე მიუთითებს.

“არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა ორი კომპანიაა ვინც ვისკის აწარმოებს და ჩვენი ინფორმაციით, კიდევ ორი კომპანია იქნება, ვინც ინდუსტრიულად ვისკის წარმოებას დაიწყეს საქართველოში, რაც სასიხარულოა“, - თქვა მან.

თიბილაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ისტორიულად ღვინის ქვეყანაა და 8000-წლიანი ღვინის კულტურით გამოირჩევა, ალკოჰოლური ინდუსტრიის დივერსიფიკაცია პოზიტიური პროცესია. მისი შეფასებით, სფეროს განვითარება და ალკოჰოლური კულტურის გაღრმავება ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს და პერსპექტივაში საერთაშორისო ბაზარზეც გააძლიერებს პოზიციებს.

თუ როდის დაიწყება ახალი ვისკის ქარხნის მშენებლობა და სხვა დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE