მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მივისწრაფვით - ზელენსკი
საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მივისწრაფვით - ზელენსკი

საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მივისწრაფვით - ზელენსკი

BM.GE19 მაისი, 2026, 19:16|bm.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების მზაობას გამოთქვამს. სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზე ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრი სიბიჰასთან ისაუბრა.

"ანდრი სიბიჰამ მომახსენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებასა და თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე და მზად ვართ, ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები“, - წერს ზელენსკი X-ზე.

15 მაისს მოლდოვაში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE