მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “საქკაბელისა” და საქართველოს ბანკის პარტნიორობით ზესტაფონში იდეათეკა გაიხსნა
“საქკაბელისა” და საქართველოს ბანკის პარტნიორობით ზესტაფონში იდეათეკა გაიხსნა

“საქკაბელისა” და საქართველოს ბანკის პარტნიორობით ზესტაფონში იდეათეკა გაიხსნა

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 14:48|bm.ge

“საქკაბელისა” და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა გაიხსნა.

ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გაიღრმაონ ცოდნა, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და განავითარონ საკუთარი იდეები.

იდეათეკა აღჭურვილია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით და აერთიანებს 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორსა და STEM კუთხეს. სივრცე მოსწავლეებს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიღების, ცოდნის გაღრმავებისა და შემეცნებითი უნარების განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„საქკაბელის“ ისტორია და განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ქალაქ ზესტაფონს, სადაც კომპანიის საწარმო მდებარეობს. 1958 წლიდან კომპანია სწორედ აქ აწარმოებს საკაბელო პროდუქციას და ათწლეულებია ქალაქის ეკონომიკური და სამრეწველო განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და რეგიონში წარმოების განვითარების პარალელურად, „საქკაბელისთვის“ მნიშვნელოვანია იმ გარემოს გაძლიერებაც, რომელშიც მომავალი თაობა იზრდება და ვითარდება.

სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ზესტაფონელ ახალგაზრდებს განათლებისა და თვითგანვითარების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.

საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი 2019 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათი ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობას. დღეისათვის იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონში, 30 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს და 21 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე.

„საქკაბელის“ შესახებ

„საქკაბელი“ საქართველოს პირველი და უმსხვილესი საკაბელო მწარმოებელია და ადგილობრივ ბაზარზე 68 წელია ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს საკაბელო და ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 10 000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებული „საქკაბელის“ პროდუქცია დღეს სამ კონტინენტზე ექსპორტირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

BM.GE

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

BM.GE

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

BM.GE