მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის ქართული კერძო სექტორი მზად არ არის - “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი
სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის ქართული კერძო სექტორი მზად არ არის - “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი

სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის ქართული კერძო სექტორი მზად არ არის - “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი

BM.GE11 მაისი, 2026, 01:15|bm.ge

“ბაზრის გახსნისთვის და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის ქართული კერძო სექტორი მზად არ არის” - “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი ლევან ლომსაძე მიიჩნევს, რომ ამ პირობებში ბაზარზე სხვა ქვეყნის კომპანია შემოვა და დაიწყებს ოპერირებას.

მისი შეფასებით, რკინიგზის კომერციალიზაცია სამომავლო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, თუმცა ამასთან საჭიროა ფუნდამენტური კვლევის ჩატარებაც, რა ნაწილშია შესაძლებელია დამატებით რკინიგზის ფუნქციების კერძო სექტორზე დელეგირება.

“ძირითად მაგისტრალებზე გადამზიდავი სარკინიგზო საწარმო არის მხოლოდ საქართველოს რკინიგზა, ხოლო სამანევრო მუშაობაში კერძო ოპერატორების მომსახურების მიწოდება ჩვეულებრივად დაშვებულია.

რაც შეეხება ევროპას, იქ თავისუფალი დაშვებაა. ერთ ქვეყანაში დაფუძნებული გადამზიდავი მუშაობს მეორე ქვეყანაშიც, მესამე ქვეყანაშიც და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, DB (გერმანიის რკინიგზა) მუშაობს პოლონეთშიც, იმავენაირად პოლონეთის რკინიგზა მუშაობს მაგალითად ჩეხეთის რკინიგზაზე და ა.შ

ჩემი შეხედულებით, საბოლოო ჯამში უნდა წავიდეთ კომერციალიზაციისკენ, ოღონდ ამას ძალიან სიფრთხილით მოკიდება უნდა, რადგან ხვალვე რომ გაიხსნას ბაზარი, ქართული კერძო სექტორი არ არის მზად ამხელა ინვესტიციებისთვის. კოლოსალურ თანხებზეა საუბარი. ეს არ არის 10 ან 20 ან 30 მილიონი. 45 ელმავლის შესყიდვას უნდა, უხეში გათვლებით, დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარი. მარტო ელმავლებზეა საუბარი. არ არის ქართული სექტორი ამისთვის მზად, რომ აქ ოპერირება გასწიოს, ამიტომ სხვა ქვეყნის კომპანია შემოვა ბაზარზე და აქ დაიწყებს ოპერირებას.

საბოლოო ჯამში ამისკენ უნდა წავიდეთ, როდესაც ქართული კერძო და საჯარო სექტორი იქნება მზად ბაზრის გახსნისთვის.

ჩემი შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესების დეტალური ანალიზი გაკეთდეს, რისი გატანა შეიძლება კერძო სექტორში. რაღაცები გატანილია, მაგრამ კიდევ თუ რამის გატანაა შესაძლებელი, მოსაკვლევია. სადაც კერძო სექტორი ჩაერთო, აბსოლუტურ უმრავლესობაში, თუნდაც სამანევრო მუშაობა რომ ვახსენეთ, მომსახურების ხარისხიც გაიზარდა და კონკურენციაც, რაც ფასზეც აისახება”,-აცხადებს "საქმის კურსთან" ინტერვიუში ლევან ლომსაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE