მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სასახლის ღობის საქმეზე“ მარიამ მეყანწიშვილს ჯარიმა, სხვა სამ პირს კი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„სასახლის ღობის საქმეზე“ მარიამ მეყანწიშვილს ჯარიმა, სხვა სამ პირს კი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„სასახლის ღობის საქმეზე“ მარიამ მეყანწიშვილს ჯარიმა, სხვა სამ პირს კი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

BM.GE24 ივნისი, 2026, 14:10|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „სასახლის ღობის საქმეზე“ ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი ფულადი ჯარიმა.

კერძოდ, სასამართლომ ბრალდებულ ნანა სანდერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აბო ნავერიანს 5 წლით პატიმრობა, ხოლო მესამე ბრალდებულს, მარიამ მეყანწიშვილს, სასჯელის სახით ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა უარი თქვა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რის გამოც მათი საქმის განხილვა სასამართლოში საერთო წესით დასრულდა.

აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, მათგან 8 ბრალდებულმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კომაროვის სკოლის ახალი პანსიონის პროექტირებისთვის ₾1.5 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

კომაროვის სკოლის ახალი პანსიონის პროექტირებისთვის ₾1.5 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

ბაუმერის საინჟინრო ეკოსისტემა აჭარის მზარდი სამშენებლო სექტორისთვის

ბაუმერის საინჟინრო ეკოსისტემა აჭარის მზარდი სამშენებლო სექტორისთვის

BM.GE

ძლიერი სიცხის გამო, ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა

ძლიერი სიცხის გამო, ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკი დაიკეტა

BM.GE

საპენსიო ფონდში დამსაქმებელთა ჯარიმების განხილვის მექანიზმი იქმნება

საპენსიო ფონდში დამსაქმებელთა ჯარიმების განხილვის მექანიზმი იქმნება

BM.GE