მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასაკლაოებზე ხორცის წარმოება 4%-ით შემცირდა, მომსახურება კი გაძვირდა - როგორია ტენდენცია?
სასაკლაოებზე ხორცის წარმოება 4%-ით შემცირდა, მომსახურება კი გაძვირდა - როგორია ტენდენცია?

სასაკლაოებზე ხორცის წარმოება 4%-ით შემცირდა, მომსახურება კი გაძვირდა - როგორია ტენდენცია?

BM.GE18 მაისი, 2026, 17:36|bm.ge

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში ხორცის წარმოების დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით შეიცვალა.

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის სასაკლაოებმა ჯამში 13.5 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, რაც 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე, კერძოდ 14 080 ტონაზე, ნაკლებია.

გადანაცვლება მოხდა ხორცის წარმოების სტრუქტურაშიც - თუ გასულ წელს, ბაზრის ლიდერი ფრინველის ხორცი იყო 36.9%-ით, მიმდინარე წელს პირველ ადგილზე ღორის ხორცმა გადაინაცვლა, რომლის წილმაც მთლიან წარმოებაში 40.8% შეადგინა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის მაჩვენებელი თითქმის სტაბილური დარჩა და 30.1%-ს შეადგენს, ხოლო ფრინველის ხორცის წილი 28.6%-მდე შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში სულ 111 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, რომელთა ყველაზე დიდი ნაწილი, 21.6%, კახეთის რეგიონშია განთავსებული. მას მოჰყვება იმერეთი 17.1 %-ით, ხოლო შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში ობიექტების თანაბარი რაოდენობა - 16.2-16.2% ფიქსირდება.

სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 027 კაცით განისაზღვრა, რომლებმაც ჯამში 113.9 ათასი სული პირუტყვი და 2 332.2 ათასი ერთეული ფრინველი დაამუშავეს. საანგარიშო პერიოდში სასაკლაოების მომსახურებით 7.8 ათასმა პირმა ისარგებლა, რომელთა შორის ნახევარზე მეტი, 53.6%, შინამეურნეობები იყვნენ.

რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემების შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან აჩვენებს, რომ სასაკლაოების მომსახურების გაძვირების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება, თუმცა სხვადასხვა სახეობის პირუტყვზე ფასების ზრდის ტემპი განსხვავებულია.

ყველაზე მეტად მომსახურება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში გაძვირდა - ფასმა 40.7 ლარიდან 42.9 ლარამდე მოიმატა. ანალოგიური ტენდენციაა ღორის დაკვლის საფასურის შემთხვევაშიც, სადაც საშუალო ფასი 32-დან 34 ლარამდე გაიზარდა. საინტერესოა ცხვრისა და თხის დაკვლის ტარიფი: თუ 2025 წელს ამ მიმართულებით ფასების მკვეთრი კლება დაფიქსირდა (12.5 ლარამდე), 2026 წელს ტენდენცია შეიცვალა და ფასმა მცირედით, 13.4 ლარამდე მოიმატა.

ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასაკლაოებში სერვისი საშუალოდ 2 ლარით გაძვირდა. ეს ზრდა იმ ფონზე ფიქსირდება, როდესაც ქვეყანაში ხორცის წარმოების მთლიანი მოცულობა მცირედით შემცირებულია, თუმცა მომსახურების ღირებულებაზე საოპერაციო ხარჯების მატება მაინც აისახება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციაიმედი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE