მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს პატიმრობა შეუფარდა

BM.GE7 მაისი, 2026, 18:11|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

IPN-ი წერს, რომ მოსამართლე დავით კურტანიძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. სხდომა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, დაწყებისთანავე დაიხურა, რადგან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.

გიორგი უძილაური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უძილაური უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა. უწყების განცხადებით, ბრალდებული სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას, მოქმედებდა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. აზიანებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

საგამოძიებო უწყებებს არ დაუსახელებიათ ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური ჯაშუშობდა, თუმცა „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაზე.

გიორგი უძილაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას მას დღეს განუსაზღვრავს.

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. ბოლო პერიოდში ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • „ბრალდება აბსურდულია, ამოღებული ნივთები სუვენირებია“ - ძალადობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მოზარდის ადვოკატიტვ პირველი
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE