მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა
სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE22 მაისი, 2026, 17:47|bm.ge

საქართველოს ბიზნეს სექტორში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოცულობის ვადაგადაცილებული სესხი სასტუმროების და ტურიზმის სექტორშია - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა.

უფრო დეტალურად, 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 2.93 მილიარდ ლარს შეადგენს, ამ თანხიდან 111 მილიონი ლარი განეკუთვნება 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 3.8%-ის ვადაგადაცილებას ნიშნავს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი წლის წინ ამ სექტორის ვადაგადაცილების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო და პორტფელის 2.54%-ს შეადგენდა.

ამასთან, სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ახალი დაკრედიტების გაცემა შეფერხებულია, მთლიანად სექტორის სესხების მოცულობა კი შემცირებულია, 2025 წლის აპრილში პორტფელის ზომა იყო 3.17 მილიარდი ლარი და ის ერთ წელში 2.93 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც 8%-იანი კლებაა. შედარებისთვის, მთლიანად ბიზნეს სესხებში შემცირების ნაცვლად დაკრედიტების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება, ეს კი ნიშნავს, რომ ბანკები სასტუმროების პროექტების ნაცვლად უფრო მეტად სხვა სექტორების დაფინანსებაზე არიან ორიენტირებული.

მთლიანად 44-მილიარდიანი ბიზნეს სესხების პორტფელში ვადაგადაცილების მაჩვენებელია 2.1%. ტურიზმთან ერთად მაღალია ვადაგადაცილების მაჩვენებელი რესტორნების, კაფე-ბარების და სწრაფი კვების პუნქტების სექტორში, სადაც 980 მილიონი ლარის სასესხო პორტფელის 4.3% (42 მილიონი ლარი) 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია, ამავე სექტორში ვადაგადაცილების მაჩვენებელი ერთწლიან ჭრილში 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE