მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასურსათო კალათის ყველაზე დაბალი ფასი ₾35.82 იყო|ოქტომბრის ფასები eKalata-ზე
სასურსათო კალათის ყველაზე დაბალი ფასი ₾35.82 იყო|ოქტომბრის ფასები eKalata-ზე

სასურსათო კალათის ყველაზე დაბალი ფასი ₾35.82 იყო|ოქტომბრის ფასები eKalata-ზე

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 15:39|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge-ს ოქტომბრის თვის ფასების დინამიკაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო 31 ოქტომბერს, ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო.

ოქტომბრის განმავლობაში, კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 36.51 ლარი დაფიქსირდა, მათ შორის, 15-20 ოქტომბრისა და 23-27 ოქტომბრის პერიოდში.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარ ყველაზე იაფ კალათას, ოქტომბრის განმავლობაში მისი ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა. არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა და 30.69 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება 29-31 ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა და 26.31 ლარი იყო.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

ამასთან, eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება პორტალის ამოქმედებიდან - ივლისიდან, ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში კალათის ღირებულება 42.96 ლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს - 36.46 ლარს.

არასასურსათო კალათის შემთხვევაში, რომლის ფასების აღრიცხვაც 3 აგვისტოდან დაიწყო, საწყის მაჩვენებელთან (38.16 ლარი) შედარებით, 31 ოქტომბრისთვის (26.31 ლარი) ღირებულება დაახლოებით 31%-ით შემცირდა.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოქტომბრის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • კარგია, თუ მიხვდებიან, რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული ქმედება ანტიეროვნულია - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზერუსთავი 2
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათფორმულა
  • საქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყებანეტგაზეთი
  • 21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყებატვ პირველი
ოქტომბრის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

BM.GE

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

BM.GE

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

ინფლაციის მატების ფონზე, TBC Capital-ში დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე ზრდას ელიან

BM.GE