
საცალო ბაზაზე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია გადავადდა
ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი გადავადდა.
მთავრობის დადგენილებით, კომპანიებს, რომლებიც თვეში არანაკლებ 1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ აქამდე შეეძლოთ ელექტროენერგიის შესყიდვა რეგულირებადი ფასით, თუმცა 2026 ივლისიდან მათ ელექტროენერგია თავისუფალი მიმწოდებლისგან უნდა ეყიდათ.
რადგან ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ ერთი თავისუფალი მიმწოდებელია შესაბამისად, მთავრობამ ერთი წლით გაახანგრძლივა ვადა. ამიტომ კომპანიებს კვლავ შეეძლებათ სემეკის მიერ რეგულირებული ტარიფით შეიძინონ ელექტროენერგია.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის 2026 წლის 30 ივნისის დადგენილებით ერთწლიანი გადავადება შემდეგი ტიპის მომხმარებელს შეეხო:
• 35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას (გადავადდა 2027 წლის პირველ ივლისამდე) • ყველა სხვა მომხმარებელი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი) (გადავადდა 2028 წლის პირველ ივლისამდე).
BM.GE
წყარო: bm.ge