მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის გაძვირების გამო, ავიაკომპანიებმა მაისში 13,000 რეისი გააუქმეს
საწვავის გაძვირების გამო, ავიაკომპანიებმა მაისში 13,000 რეისი გააუქმეს

საწვავის გაძვირების გამო, ავიაკომპანიებმა მაისში 13,000 რეისი გააუქმეს

BM.GE7 მაისი, 2026, 13:45|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, საავიაციო საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რამაც გლობალურ ბაზარზე ფრენების რაოდენობის დრამატული შემცირება გამოიწვია. მხოლოდ მაისის თვეში ავიაკომპანიებმა 13,000 რეისი გააუქმეს, რის შედეგადაც ბაზარს ორი მილიონი სამგზავრო ადგილი დააკლდა. საწვავის გამო, ფრენების ყველაზე დიდი კლება სტამბოლისა და მიუნხენის აეროპორტებში დაფიქსირდა.

საავიაციო საწვავის ღირებულება ომის დაწყების შემდეგ გაორმაგდა. თუ თებერვლის ბოლოს ერთი ტონა ნავთობპროდუქტი $831 დოლარი ღირდა, აპრილის დასაწყისში ფასმა $1 838 დოლარს მიაღწია. შექმნილი ვითარების გამო, Air France-მა, KLM-მა, Air Canada-მ, Delta-მ და SAS-მა ზაფხულის განრიგი უკვე შეამცირეს. გერმანულმა ჯგუფმა Lufthansa-მ კი განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლომდე საერთო ჯამში 20,000 რეისს გააუქმებს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა აპრილის შუა რიცხვებში ევროპული ქვეყნები მოსალოდნელი დეფიციტის შესახებაც გააფრთხილა. მისი შეფასებით, ევროპას საავიაციო საწვავის მხოლოდ ექვსი კვირის მარაგი აქვს დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიები, როგორც წესი, რეისების გაუქმებას ერიდებიან, რადგან აეროპორტებში სლოტების შენარჩუნება პირდაპირ არის დამოკიდებული ფრენების განხორციელების სიხშირეზე. თუმცა, საწვავის კრიზისიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე საგანგებო გეგმები ამოქმედდა და ახლა კომპანიები არა დომინაციისთვის, არამედ გაკოტრებისგან გადარჩენისთვის იბრძვიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE