მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Saudi Aramco-ს მოგება მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
Saudi Aramco-ს მოგება მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

Saudi Aramco-ს მოგება მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE11 მაისი, 2026, 20:41|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტისა და მიწოდების შეფერხების ფონზე, ენერგოგიგანტ Saudi Aramco-ს წმინდა მოგება პირველ კვარტალში 25%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, კომპანიამ $32.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რითაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $30.95-მილიარდიან მაჩვენებელს გადააჭარბა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $108 მილიარდი შეადგინა, ამჯერად მთლიანი შემოსავალი 7%-ით გაიზარდა და $115.5 მილიარდს მიაღწია. ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ნედლ ნავთობზე, ნავთობპროდუქტებსა და ქიმიურ ნივთიერებებზე ფასებისა და გაყიდვების მოცულობის მატებით არის განპირობებული.

როგორც ირკვევა, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების საპასუხოდ, Saudi Aramco-მ ნედლი ნავთობის ნაკადები აღმოსავლეთ სანაპიროდან წითელი ზღვის პორტ იანბუში გადაამისამართა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ამინ ნასერის განცხადებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენმა დღეში 7 მილიონი ბარელის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას მიაღწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ პირველი კვარტალისთვის $21.9 მილიარდის ოდენობის საბაზისო დივიდენდი გამოაცხადა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია. 2026 წლისთვის Saudi Aramco ჯამურად $87.6 მილიარდის დივიდენდის გაცემას გეგმავს. საუდის არაბეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა და შიდა ხარჯების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად სწორედ კომპანიის დივიდენდებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ბოლო სავაჭრო სესიაზე Saudi Aramco-ს აქციების ფასი სტაბილურობას ინარჩუნებდა. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით $1.8 ტრილიონს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

BM.GE

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

თავისუფლების მოედანზე, ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ოფისს მთავრობა ₾14 მილიონად ყიდის|პირობები

BM.GE