მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საზღვაო გადაზიდვების გიგანტმა MSC-მა ჰორმუზის სრუტისგან თავის ასარიდებლად ახალი მარშრუტი დააანონსა
საზღვაო გადაზიდვების გიგანტმა MSC-მა ჰორმუზის სრუტისგან თავის ასარიდებლად ახალი მარშრუტი დააანონსა

საზღვაო გადაზიდვების გიგანტმა MSC-მა ჰორმუზის სრუტისგან თავის ასარიდებლად ახალი მარშრუტი დააანონსა

BM.GE6 მაისი, 2026, 02:12|bm.ge

გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების გიგანტმა, Mediterranean Shipping Company-მა (MSC), ახალი ექსპრეს-სერვისის (ევროპა-წითელი ზღვა-ახლო აღმოსავლეთი) ამოქმედება დააანონსა, რომელიც ევროპის საკვანძო პორტებს საუდის არაბეთსა და სხვა რეგიონულ ჰაბებთან დააკავშირებს.

ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღეს, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ჩართული კომპანიები აშშ-ირანის კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო მარშრუტებზე გაზრდილ მოთხოვნასა და მზარდ შეფერხებებზე რეაგირებას ცდილობენ.

MSC-ის განცხადებით, მისი ახალი სერვისი სულ უფრო არასტაბილურ საზღვაო გარემოში უფრო სწრაფ, ეფექტიან და მულტიმოდალურ (ტრანსპორტის რამდენიმე სახეობის გამოყენებით) ალტერნატივებს შესთავაზებს მომხმარებელს.

გემები ბალტიის ზღვიდან და ევროპის სხვადასხვა ნაწილიდან, სუეცის არხის გავლით პირდაპირ დაუკავშირდებიან იორდანიის პორტ აკაბას, საუდის არაბეთში კი - მეფე აბდულასა და ჯედას პორტებს.

"ევროპის ყველა საწყისი წერტილი, ჩრდილო-დასავლეთ ევროპა-ბალტიის ზღვის რეგიონიდან დაწყებული, დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (ადრიატიკა) და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (შავი ზღვა) ჩათვლით, MSC-ის მომსახურების კაპილარული ქსელით იქნება უზრუნველყოფილი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მეფე აბდულას პორტიდან ყურის სხვა ჰაბებთან (განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან) დაკავშირება სახმელეთო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.

ამ სერვისის ფარგლებში პირველი გემი ანტვერპენიდან 10 მაისს გავა.

MSC-ის გადაწყვეტილება ამ ახალი მარშრუტის ამოქმედების შესახებ, ჰორმუზის სრუტეში გავლის აუცილებლობას აუქმებს. სრუტე ფაქტობრივად შეზღუდულია ირანის მიერ მიღებული ზომებისა და აშშ-სთან გამწვავებული სამხედრო დაძაბულობის გამო.

სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე ეს კრიტიკული საზღვაო დერეფანი თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იქცა, მაშინ როცა ისინი კონფლიქტის მოგვარების გზებს ეძებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE