მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია
საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 14:14|bm.ge

"საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი კოკა თოფურია ამბობს, რომ უნივერსიტეტი საზღვარგარეთ ფილიალების გახსნას გეგმავს, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, უნივერსიტეტებისთვის საინტერესოა საზღვარგარეთ საქმიანობა იმ ფონზე, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების სწავლის საკითხი კვლავ პრობლემატურია, ეს კონტინგენტი კი მათთვის შემოსავლის უმთავრესი წყაროა.

"ზოგადად, საქართველოში უნივერსიტეტების შემოსავლის 90%-ს უცხოელი სტუდენტები ქმნიან, თუმცა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით. გამოწვევაა ბინადრობის ნებართვები, საკონსულოები არ გვაქვს, ვიზებს ვერ იძლევით, არ არის შეთანხმებული მუშაობა განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ერთი ხელი თითქოს იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტები შემოვიდნენ, მაგრამ მეორე ხელი ყველანაირად ხელს უშლის, შეიძლება მეოთხე კურსელი სტუდენტი რატომღაც ქვეყნიდან გააძევონ. ამიტომ, ბევრი უნივერსიტეტი ფიქრობს, რომ თუ შეუძლია უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, მაშინ საქართველოში კი არ მოიზიდოს, სადაც პრობლემები ექნება, არამედ სხვა ქვეყანაში გახსნას ფილიალი - ეს ლოგიკურია. "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე, როგორც ევროპაში, ისე აზიაში",- აცხადებს კოკა თოფურია.

მისი ინფორმაციით, საკითხზე სამინისტროსა და სექტორს შორის კომუნიკაცია გასულ წელს შედგა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი არსებობდა.

"იყო შარშან შეხვედრა განათლების სამინისტროში, მოგვაწოდეს ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია. თუ ამან უკვე მიიღო კანონპროექტის ფორმა და მალე პარლამენტშიც დამტკიცდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, უნივერსიტეტებს საშუალება მოგვეცემა, რომ საზღვარგარეთ გავხსნათ ფილიალები და კიდევ უფრო განვავითაროთ საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩამოყალიბდა ისეთი გარემო, რომელიც ზღუდავს უნივერსიტეტების განვითარებას და, იმის ნაცვლად, რომ საქართველოში ვავითარებდეთ სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, არსებული მდგომარეობა სულ უფრო მეტ უნივერსიტეტს უბიძგებს საზღვარგარეთ გაიტანოს კაპიტალი", - ამბობს "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი.

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოეთში ფილიალის დაფუძნების სამართლებრივი მექანიზმი იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტში ინიციირებული პაკეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა უნივერსიტეტმა გამოხატა უცხო ქვეყანაში ფილიალის დაფუძნების ინტერესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების ბაზრის ლიდერად რჩება

ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების ბაზრის ლიდერად რჩება

BM.GE

"შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე" - თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა 1 წლით გაუხანგრძლივდა

"შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე" - თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა 1 წლით გაუხანგრძლივდა

BM.GE

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

BM.GE

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება

BM.GE