მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-ი ოქროს რეზერვების შესყიდვას განიხილავს
სებ-ი ოქროს რეზერვების შესყიდვას განიხილავს

სებ-ი ოქროს რეზერვების შესყიდვას განიხილავს

BM.GE18 მაისი, 2026, 19:00|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს რეზერვების შესყიდვას წელსაც განიხილავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სებ-ის მიერ 2024 წლის გაზაფხულზე ოქროს შესყიდვის ოპერაცია განსაკუთრებით მოგებიანი აღმოჩნდა, რისი გათვალისწინებითაც სებ-ი ოქროს რეზერვების დამატებით შევსებასაც განიხილავს.

“მე მოგახსენეთ თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო პორტფელის დივერსიფიცირება. ბევრმა სხვა ცენტრალურმა ბანკმაც გააკეთა ეს, მათ შორის ევროპულმა ცენტრალურმა ბანკებმა და საკმაოდ მაღალი შენატანი გააკეთა ჩვენთვის სწორედ ამ ნაბიჯმა. დღესდღეობით ჩვენ არ გამოვრიცხავთ დამატებით ოქროს შესყიდვას. ამჟამად მიმდინარეობს რეზერვების აკუმულირება, მოგეხსენებათ სავალუტო შემოდინებები ძლიერად შემოდის და ცხადია პროპორციულად უნდა გავზარდოთ ოქროს პორტფელი ჩვენს მთლიან რეზერვებშიც”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სებ-მა 500 მილიონ დოლარად 7 ტონა მონეტარული ოქრო 2024 წლის გაზაფხულზე შეიძინა. ამ დროისთვის აღნიშნული ოქროს საბაზრო ღირებულება 1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასულ პერიოდში ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE