მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებმა ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეუმცირა - რას ნიშნავს ცვლილება?
სებმა ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეუმცირა - რას ნიშნავს ცვლილება?

სებმა ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეუმცირა - რას ნიშნავს ცვლილება?

BM.GE6 მაისი, 2026, 22:29|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა - შესაბამისი გადაწყვეტილება სების ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს, 6 მაისს მიიღო მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიზანშეწონილია ამ მაჩვენებლის იმ დონეზე დაბრუნება, რაც მას გაზრდამდე ჰქონდა. სებმა აღნიშნული ვალდებულება კომერციულ ბანკებს 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაუზარდა.

"ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა,"- ნათქვამია სების გადაწყვეტილებაში.

მინიმალური სარეზერვო ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ვალდებულებას კომერციული ბანკებისთვის, რომ მათ დეპოზიტარებისგან მოზიდული სახსრების ნაწილი სებ-ში სავალდებულო წესით განათავსონ. წარსულში ეს ზღვარი იყო ერთიანი ყველა ბანკისთვის, თუმცა სებმა რამდენიმე წლის წინ სარეზერვო ნორმები ბანკების მთლიან დეპოზიტებში უცხოური ვალუტის პროცენტულ წილს მიაბა. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მით უფრო მეტი თანხის დარეზერვება უწევთ ბანკებს. ამ ცვლილებით სები ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დაკრედიტების წახალისებას ისახავდა მიზნად.

2024 წლის 19 დეკემბრიდან კი აღნიშნული სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაიზარდა და ასე გადანაწილდა:

• ა) 25%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი; • ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები. • გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: RR=10%+[(DR-40%)*(25%-10%)/(70%-40%)] სადაც: RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა. დეპოზიტების დოლარიზაციის 50%-ის პირობებში ნორმა 15%-ს შეადგენს.

ახლა კი აღნიშნული მოთხოვნა 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ნიშნავს რომ თუკი ბანკების დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40%-ზე ნაკლები და ბანკი ამ თანხიდან 10%-ს სებ-ში არეზერვებდა, ახლა 10%-ის ნაცვლად 5%-ს დაარეზერვებს. თუკი დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70%-ზე მეტი და ბანკი აქედან 25%-ს სებ-ში არეზერვებდა, ახლა 25%-ის ნაცვლად 5%-ს დაარეზერვებს.

ეს ნიშნავს, რომ ამ ცვლილებით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დამატებით სავალუტო რესურსს უთავისუფლებს, რომელსაც ბანკები კრედიტების გასაცემად გამოიყენებენ.

2026 წლის მარტის მდგომარეობით, სებ-ში კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის სავალდებულო რეზერვის სახით 2 მილიარდი დოლარი აქვთ განთავსებული. იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი არის 53%, ეს ნიშნავს რომ აქამდე საშუალო დარეზერვების ნორმა 16.5%-ს შეადგენდა, შესაბამისად ის 11.5%-მდე შეიძლება შემცირდეს, რაც კომერციულ ბანკებს დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუთავისუფლებს, რომლის სესხებად გაცემაც გახდება შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE