მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-მა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის - თურნავა
სებ-მა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის - თურნავა

სებ-მა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის - თურნავა

BM.GE25 მაისი, 2026, 20:17|bm.ge

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა Tether - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობასთან ერთად, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფინანსური სერვისებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ მიმართულებით, საქართველოში დანერგილია ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგისტრაციის რეჟიმი, ხოლო ეროვნულ ბანკს სექტორზე სრული საზედამხედველო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

„ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა. აღნიშნული განვითარება ეხმიანება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. ზოგადად ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩო არის ერთგვარად მკაცრი, მაგრამ ესაა ის გარემო, რომელიც მიმზიდველია გლობალურად კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ვირტუალური სექტორში, რადგან იძლევა პროგნოზირების შესაძლებლობას. ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოს მიმართ საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესს ზრდის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა Tether. მსგავსი ინვესტიციები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით მიმზიდველ და კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების, თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შექმნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნაიმედი
  • "ჯდება რუსულ სტრატეგიაში"- ზურაბიშვილის აზრით, ახალი დაჯგუფება ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის შექმნესტვ პირველი
  • ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვრუსთავი 2
შექმნა →

მსგავსი სტატიები

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE