მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სები დიდი ბრიტანეთის მიერ 3 კრიპტოკომპანიის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს
სები დიდი ბრიტანეთის მიერ 3 კრიპტოკომპანიის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

სები დიდი ბრიტანეთის მიერ 3 კრიპტოკომპანიის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE26 მაისი, 2026, 19:32|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების თაობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ არეალში არ შედიან.

როგორც სების განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებული კომპანიები საქართველოში რეგისტრაციის გარეშე მოქმედებდნენ, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარებოდა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობას.

საქმე ის არის, რომ დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია რომლებიც საქართველოში არის რეგისტრირებული. სანქციების ძირითადი ნაწილი უკავშირდება კრიპტოვალუტების გაცვლის რუსულ სისტემებს, რომლებიც ოპერირებდნენ საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

"დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. სანქცირებული კომპანიები მოქმედებენ რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უნებართვო საქმიანობის იდენტიფიცირების შემთხვევაში მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ზოგიერთ შემთხვევაში დამდგარია შესაბამისი პასუხისმგებლობაც.საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება, რომლის თანახმადაც, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს რეიტინგი შეადგენს ‘largely compliant”-ს. აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს", - წერს ეროვნული ბანკი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი).

Arvix LLC-ს (შპს არვიქს):

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის თამაზ გარაევი.

Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ):

კომპანია რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში, მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. კომპანიის ლიკვიდაციის განაცხადი სამეწარმეო რეესტრში 13 მაისს დარეგისტრირდა.

Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი)

კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის მიხაელ გევორქიანი.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნულ პირებს საქართველოში სხვა ბიზნესები არ ეკუთვნით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თსუ-სთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - მსვლელობა დაიწყო

თსუ-სთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - მსვლელობა დაიწყო

BM.GE

სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე

სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე

BM.GE

საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

BM.GE

რატომ ჩავარდა სასკოლო ფორმების პირველი შესყიდვა? - სამინისტროს განმარტება

რატომ ჩავარდა სასკოლო ფორმების პირველი შესყიდვა? - სამინისტროს განმარტება

BM.GE