მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?
Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?

Self.HR-დან Semeto-მდე: რატომ გახდა ბრენდის ცვლილება საჭირო?

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 19:04|bm.ge

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Self.HR, რომელიც რეგიონში HR სისტემების ერთ-ერთ წამყვან პროვაიდერად იქცა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია დღეს, 21 სექტემბერს, მომხმარებლებს ახალ პლატფორმასა და ახალ ბრენდს - "Semeto"-ს წარუდგენს.

Self.HR-ი ხუთი წლის წინ შეიქმნა. თავდაპირველი მიზანი კომპანიებისთვის HR პროცესების გამარტივება და მათი ციფრულად მართვა იყო. დღეს პლატფორმას 1 500-ზე მეტი კომპანია და 150 000-ზე მეტი თანამშრომელი იყენებს.

კომპანიის თანადამფუძნებლის, ნინო ფეიქრიშვლის, თქმით, ამ წლების განმავლობაში გაიზარდა არა მხოლოდ Self.HR-ის მასშტაბი, არამედ შეიცვალა ხედვაც იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად სამართავად.

„Self.HR-ის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი HR პროცესების გამარტივება და კომპანიებისთვის ყოველდღიური სამუშაოს უფრო მარტივად მართვა იყო. თუმცა, ხუთი წლის განმავლობაში მომხმარებლებთან ურთიერთობამ და დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომპანიების საჭიროებები ამაზე ბევრად მეტია. მათ სჭირდებათ სხვადასხვა სამუშაო პროცესის ციფრულად მართვა ერთიან სივრცეში - იქნება ეს პროექტები და დავალებები, გუნდური კომუნიკაცია, დოკუმენტები და ხელმოწერები, რეკრუტინგი თუ ონბორდინგი“, - ამბობს ნინო ფეიქრიშვილი.

სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა "Semeto" - ციფრული სამუშაო სივრცე, რომელიც სხვადასხვა მიმართულების გუნდებისთვის არის შექმნილი. პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს HR-ის, ფინანსების, გაყიდვების, მარკეტინგის, ოპერაციების, პროექტებისა და სხვა გუნდების ყოველდღიური სამუშაო პროცესები და მათ შორის თანამშრომლობა უფრო მარტივი და დაკავშირებული გახადოს.

კომპანიის თანადამფუძნებლის, თემურ კევლიშვილის, განმარტებით, "Semeto"-ს შექმნის საფუძველი, მომხმარებლებისგან მიღებული გამოცდილება და კომპანიების ციფრული საჭიროებების უკეთ გააზრება გახდა.

„ამ პერიოდში გაიზარდა როგორც Self.HR-ი, ისე ჩვენი ხედვა. მომხმარებლებთან ყოველდღიურმა კომუნიკაციამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ დაგვანახა, რომ ერთი მოდულით აღარ უნდა შემოვფარგლულიყავით და უფრო ფართო ეკოსისტემაზე უნდა გვეფიქრა. დღეს უკვე მკაფიოდ ვიცით, რომ კომპანიებს სჭირდებათ საერთო სივრცე, სადაც ადამიანები, გუნდები და პროცესები ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული.“ - ამბობს თემურ კევლიშვილი.

Semeto-ს გაჩენა მხოლოდ სახელის ცვლილებას არ გულისხმობს. ცვლილება მოიცავს პლატფორმის სტრუქტურას, ვიზუალურ იდენტობას, UX/UI-ს, მომხმარებლის გამოცდილებასა და კომპანიის შიდა კულტურასაც კი.

ამასთანავე, Self.HR არ ქრება - ის Semeto-ს ეკოსისტემაში დამოუკიდებელ ქვებრენდად რჩება და განვითარებას განაგრძობს, როგორც HR-ის მართვაზე ორიენტირებული სპეციალიზებული პროდუქტი. Self.HR-ი კვლავ უზრუნველყოფს HR პროცესების სრულყოფილ მართვას და მომხმარებლებს კიდევ უფრო განვითარებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

თავად "Semeto"-ს სახელწოდება აბრევიატურაა - "Self Managed Ecosystem for Teams and Operations". ახალი ბრენდი სწორედ იმ ეტაპს ასახავს, როდესაც Self.HR-ის გამოცდილება უფრო ფართო სამუშაო ეკოსისტემად ვითარდება და ტრანსფორმირდება.

თუ Self.HR-ი კომპანიების ციფრული განვითარების პირველი ეტაპი იყო, "Semeto" ამ გზის გაგრძელებაა - თუმცა, უფრო ფართო მასშტაბით, სადაც HR პროცესებთან ერთად, ყოველდღიური სამუშაო პროცესებიც ერთიან ციფრულ სივრცეში იყრის თავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • თამთა მეგრელიშვილი გველესიანზე: ყოფილი ფეხბურთელის მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და კითხვების დასმა არ შეიძლება, ბულინგისა და თავდასხმის მიზეზი გახდესიმედი
  • სარჯველაძე: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭიროფორმულა
  • “ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდეს” – ლავროვინეტგაზეთი
  • AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდატვ პირველი
გახდა →

მსგავსი სტატიები

„უფრო სწრაფი პასუხებია საჭირო“ | ექიმი-იმუნოლოგი ბაღებში ნოროვირუსის გავრცელებაზე

„უფრო სწრაფი პასუხებია საჭირო“ | ექიმი-იმუნოლოგი ბაღებში ნოროვირუსის გავრცელებაზე

BM.GE

რატომ შეაჩერა JPMorgan-მა ირანის ომის ფონზე ნავთობის ფასების პროგნოზირება?

რატომ შეაჩერა JPMorgan-მა ირანის ომის ფონზე ნავთობის ფასების პროგნოზირება?

BM.GE

გაერთიანებულ სამინისტროში სოხაძემ მოადგილეები დანიშნა - მათ შორის არ არის კახა გულედანი

გაერთიანებულ სამინისტროში სოხაძემ მოადგილეები დანიშნა - მათ შორის არ არის კახა გულედანი

BM.GE

საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი ₾115.7 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი ₾115.7 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE