მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სენატმა კევინ უორში ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა
სენატმა კევინ უორში ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა

სენატმა კევინ უორში ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა

BM.GE13 მაისი, 2026, 19:42|bm.ge

აშშ-ის სენატმა კევინ უორში ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა.

ზედა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატს მხარი 51-მა სენატორმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება თითქმის სრულად პარტიული ხაზით იქნა მიღებული და რესპუბლიკელების კანდიდატს მხარი მხოლოდ ერთმა დემოკრატმა სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.

მიღებული გადაწყვეტილება გზას გაუხსნის უორშის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ არჩევას, რაზეც სენატორები დღესვე იმსჯელებენ. წარმატების შემთხვევაში, იგი შეცვლის ჯერომ პაუელს, რომლის ვადა თანამდებობაზე პარასკევს იწურება.

საყურადღებოა, რომ ცენტრალურ ბანკში კევინ უორში პოლიტიკურად რთულ პერიოდში ბრუნდება. ირანთან ომმა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გასულ წელს დაწესებულმა ტარიფებმა ინფლაციაზე წნეხი გაზარდა, რამაც საერთო მაჩვენებლები ბოლო სამი წლის მაქსიმუმამდე აიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ უორში "რეჟიმის ცვლილებისა" და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მომხრეა, უოლ-სტრიტი საპირისპირო მოლოდინშია. არსებული ინფორმაციით, ინვესტორები განაკვეთების შენარჩუნებას ან მათ შესაძლო ზრდას ვარაუდობენ.

ცნობისთვის, ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრად პირი 14 წლის მანდატით ირჩევა, ხოლო მის თავმჯდომარედ ყოფნა ზედიზედ ორი ვადით, მაქსიმუმ 8 წლით არის შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE